ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

AutoSharing Option
NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია "დიეგო მარადონაზე" "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ დაესწრო, რომლის დაწყებამდე მოედნის კიდიდან CBS Sports-ის პირდაპირ ეთერში ნეაპოლური გუნდისა და იტალიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ჯანფრანკო ძოლასთან ერთად ჩაერთო.

ფაჩულიამ აღნიშნა, რომ ქართველი სუპერვარსკვლავის თამაშის სანახავად სან-ფრანცისკოდან ჩავიდა, პატარა ქვეყნისთვის ხვიჩა კლასის ფეხბურთელის ყოლა პატივია, ტრიბუნებზე საქართველოს დროშების დანახვისას მეუღლეს უთხრა, რომ ნახევარი საქართველო იქ იყო და ასეთი თანადგომა არ აკვირვებს, ვინაიდან NBA-ში თამაშისას "ოლ სტარის" გამოკითხვაში 1.5 მილიონი ხმა მიიღო.

ფაჩულიას თქმით, ქართველებს სპორტი,
მეტადრე ფეხბურთი, უყვართ და ხვიჩას ქომაგობა არ აკვირვებს.

Sportall.Ge

მოგვიანებით ფაჩულია კვარაცხელიას შეხვდა და "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა: "ამ ახალგაზრდას ნათელი მომავალი აქვს. "კვარა", გააგრძელე გაბრწყინება და ამ მოგზაურობით დატკბი. ვამაყობ შენით, ძმაო".

მკითხველის კომენტარები / 17 /
დისლაიქიში მიმაჩამალემს ქიმიოჩანუ მთელი ნაკიდუ დო ჯგალიში კვარაცხელიემქ
დავით
04 აპრილი 2023 06:27
10
ევრობასკეტმა დადო ზაზასა და კვარას ეს სურათი და დააწერა საქრთველოს სპორტის ვარსკვლავებიო❤️❤️
საქართველო უპირველესად
03 აპრილი 2023 23:53
0
გერგეზჲ მარგალეფჲ❤️
MARGALONA
03 აპრილი 2023 23:24
24
წერე ქართულად...ადამიანთა გასაგებ ენაზე...კუთხურად ისაუბრე სახლში,ოჯახში ან უბანში,სადაც აგიტანენ...ეს საქართველოა...ადმინ შენ კიდე ერთი ადგილი გაანძრიე რა....არ არსებულია...მეგრული ენა და ბლა ბლა...ეს არის ქართული დიალექტი,ისევე როგორც სვანური და ა.შ.
ნიკო
04 აპრილი 2023 13:17
4
Margalona-Separatist
გიორგი
04 აპრილი 2023 11:58
2
ყოჩაღ ზაზა კარგი ნაბიჯია შენი მხრიდან კვარას გამხნევება. ყველაფრის მიუხედავად კვარა ჯერ-ჯერობით მაინც "პატარა ბიჭია" და რაღაც-რაღაცეები ცხოვრებისეული და სპორტული გამოცდილებიდან - გაუზიარე!
ვაჟა მასწავლებელი
03 აპრილი 2023 22:14
4
ზაზა მაგარი კაცი ხაარ !
zura222
03 აპრილი 2023 22:02
3

სიახლეები პოპულარული