ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში "აპოელის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა.

"აპოელი" ლარნაკაში აეკ-ს დაუზავდა (2:2), ქვილითაიამ კი 78-ე წუთამდე ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 23 მატჩში 6 გოლია.

"აპოელში" 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლაშა დვალი, ხოლო ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო.

"აპოელი" 62 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "არისს" 2 ქულით უსწრებს და 10 აპრილს "აპოლონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ მომწონს ქვილითაია და მომკალით.
Status quo
04 აპრილი 2023 16:21
1
რა საღოლ, რა ფორმის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი.

ამ ორი გოლის შესახებ სანიოლს არაფერი არ უთხრათ, მართლა არ გამოიძახოს. :დ

არასოდეს დამავიწყდება შვედეთთან ჯერ რა ასპროცენტიანი ბურთი გამაზა, და მერე იმის მაგივრად რომ სადმე გვერდით გახსნილიყო, სიჩქარეაკრებილ კვარას წინ ეღობებოდა და ფაქტობრივად ჩაგვიშალა შეტევა. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ნაკრების ფეხბურთელი არ არის.
ქუთაისელი
04 აპრილი 2023 14:46
4
იმედია ივნისამდე შეინარჩუნებს ფორმას,ვოლკოვზე უფრო უკეთესი ფორვარდია გიო ჩემი აზრით.ბუდუ უფრო ძლიერია და გაუჭირდება ძირითადისთვის ბრძოლა,მაგრამ სკამიდან თამაშის გაძლიერებისთვის გიო მშვენიერი არჩევანი იქნება.შეიძლება კვიპროსთან მიცეს კიდეც სანიოლმა შანსი ძირითადში :)
მეზღვაური
04 აპრილი 2023 08:20
2
საღოლ გიოოო მიდი მიაწექიი გვჭირდებიიი , ყველა კარგი ფეხბურთელი გვჭირფებაა
bejo
03 აპრილი 2023 23:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული