"ჩაკვეტაძით ესპანური სოლიდური გუნდია დაინტერესებული" - ინტერვიუ გიორგის მენეჯერთან

AutoSharing Option
"ლელომ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, ლაშა ჯაკობიასთან, რომელიც ამჟამად რამდენიმე ცნობილი ქართველის, მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერია. ჯაკობიამ ჩვენთან რამდენიმე მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ილაპარაკა...

დაცვაში მუშაობის მხრივ მას პრობლემა არ აქვს...

- გიორგი ჩაკვეტაძით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. მათ შორის არის ერთი სოლიდური ესპანური კლუბი. ეგ არის, გიორგიმ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რომ არ ითამაშა, ძალიან გაუკვირდათ. არ ვიცი, ეს ფაქტორი რამდენად იმოქმედებს მათ ინტერესზე. დადებითად რომ არ აისახება, ფაქტია.

მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ნორვეგიის ნაკრებთან გიორგის
უთამაშებლობის თაობაზე. მე ახლა ვლაპარაკობ, როგორც ეროვნული გუნდის რიგითი ქომაგი და არა, როგორც ჩაკვეტაძის მენეჯერი. მიმაჩნია, რომ ნორვეგიასთან გიორგის გამოყენება ძალიან ნაყოფიერად შეიძლებოდა. ის მეტ სიმწვავეს შესძენდა ჩვენი გუნდის თამაშს შეტევაში...

ვილი სანიოლმა თქვა, ჩაკვეტაძე დაცვაში ვერ მუშაობს ბოლომდე ეფექტურადო. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ვინც "სლოვანის" თამაშებს ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ დაცვაში მუშაობის მხრივ მას არ აქვს პრობლემა. ვლადიმირ ვაისი ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას აქცევს და ასე რომ არ იყოს, ის შესაბამისად იმოქმედებდა, მიუთითებდა გიორგის ამაზე...

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩაკვეტაძე ნაკრებში, ამაზე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, ჩემი შეხედულება მაქვს. გიორგის გამოყენება უპრიანი მგონია მინდვრის ცენტრში. სწორედ იქ ავლენს ის თავის საუკეთესო თვისებებს. აი, მაგალითად, როგორც მარტინ ედეგორს იყენებს ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი.

გიორგის ძალიან უყვარს საქართველოს ნაკრები. სრული პაუხისმგებლობით გეუბნებით, ის თავის დროზე ნატკენი ფეხით ჩამოვიდა ეროვნულ გუნდში და ტრავმა გაიმიზეზა. ამაზე არც დაუწუწუნია და არც არასოდეს გაიხსენებს სინანულით. მეც მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ ეროვნული გუნდის მიმართ მის დამოკიდებულებას გავუსვა ხაზი.

რაც შეეხება სანიოლის ნათქვამს, რომ ჩაკვეტაძე ეფექტური ვერ არის დაცვაში მუშაობის დროს, ამას სხვებთან ერთად იმ კლუბების წარმომადგენლებიც ეცნობიან, რომლებიც დაინტერესებული არიან მისი სამსახურით...

გიორგის პროგრესი თვალსაჩინოა და "სლოვანისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ისევე, როგორც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ამას ყველა აღიარებს. მიმაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის ერთად გამოყენება შეიძლება და ძალიან ეფექტურადაც!..

საქართველოს ნაკრებს მინდა მხოლოდ წარმატება ვუსურვო. ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ისიც კარგად ვიცი, რომ მწვრთნელი თავისი შეხედულებისამებრ აკომპლექტებს შემადგენლობას, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია აზრი გამოვთქვათ და აღვნიშნოთ, რა შეიძლება იყოს უკეთესი ნაკრების მომავლისთვის...


მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩაკვეტაძე ძალიან საჭიროა და კლასიც უმაღლესი აქვს მაგრამ ერთი ეგ არის რომ თითქოს ცოტა წონა აქვს არ ვიცი ეკრანიდან სწორად ჩანს თუ არა და გამძლეობაზე ურტყავს ეგ კიდე არ დარბის ბევრს სლოვანშიც ჩანს ეს პლიუს ის სიმწვავე და გამბედაობა აკლია რაც ადრე ქონდა გარღვევებზე რომ მიდიოდა და თავისი ლამაზი ფინტებით მცველებს ჩალა გამოვლებუკს ტოვებდა არ ვიცი რატომ აღარ ცდილობს ამ ფეხბურთის თამაშს სიმართლე რომ ვთქვათ მცველის-კაცის მოტყუება მას უკეთესად გამოსდის ვიდრე კვარას აი მაგალითად გიორგი ორ მცველში გამძვრალა ხშირად და კვარას ცოტა უჭირს ეგ ამას სულ სხვანაირი მოძრაობები და სტილი აქვს მეტად მოქნილი ჩანს მისი მოძრაობები მაგრამ რატომღაც გაპასიურდა თითქოს გამბედაობა დაკარგა არადა ტალანტი რაც დევს ადამიანში ის არ ქრება უბრალოდ უნდა იმუშაო ბევრი და იშრომო რომ შენი გონებიდან შენი შესაძლებლობები ამოქექო და ისევ ისეთი გახდე აი დარტყმის დროსაც რატო ვერ იტანს? თითქოს სუსტად ურტყავს ადრინდელთან შედარებით იგრძნობა რო ძალას არ ატანს დარტყმის დროს ბურთს პენალიც სუსტად დაარტყა დაუშვი რა დაუბაბანე გლიჯე როგორც იცოდი ხოლმე რა სიძლიერით ურტყავდა წარმოიდგინეთ საჯარიმოს გარედან სადღაც 20 მეტრიდან ცხრიანებში ახვევდა რატო აღარ აკეთებს ამას ამაზე ბრაზობენ მისი მოსამართით გვინდა რო ისევ ასე ითამაშოს გაბედულად და იგრძნოს რომ ლიდერია ეხლაც ძალიან მაგარია მაგრამ ცოტა ქარიზმა უნდა შემატოს თავისთავს და მოუმატოს უფრო გაბედული და შეუბრალებელი უნდა გახდეს როგორც აქამდე.
T.q
05 აპრილი 2023 12:59
1
ნეტა გამოვიდეს გიორგის კარგ გუნდში გადასვლა! მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ძალიან გვჭირდება.
გიორგი
05 აპრილი 2023 13:19
2
როგორც თავის დროზე ანანიძე დააყენა ცენტრში ცხადაძემ და იმანაც გაამართლა მაგ პოზიციაზე,ასევე ჩაკვეტაძეც უნდა გამოიყენოს მაგ პოზიციაზე სანიოლმა.ჯანოსავით გიოსაც კარგი პასის კულტურა და თამაშის კითხვის უნარი აქვს.ფლანგზე აღარაა მისი ადგილი,რადგან ძველებური სისწრაფე და აჩქარება დაკარგული აქვს.გაგნიძე-კიტეიშვილი-ჩაკვეტაძე ერთად მშვენიერი ნახევარდაცვა იქნება.
მეზღვაური
06 აპრილი 2023 00:39
0
სანიოლი მგონი ნაწყენი უნდა იყოს ჩაკვეზე, მაგრამ წყენა უნდა დაივიწყოს
ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანები არიან ჩვენს ნახევარ დაცვაში.
შეიძლება ვიღაც ვოღაცეები ურევენ სიტუაციას
თენგო
05 აპრილი 2023 19:06
0
სანიოლ!ზურიკომ,აბურჯანიამ და კვევკესკირმა ხო დაგლიჯეს ყველაფერი გინდ დაცვაში და გინდ შეტევაში!!!და კიდევ კიტეიშვილის არ გამოძახება იყო დიდი შეცდომა, ისევე როგორც გოჩოლეიშვილის არ დაყენება ძირითადში
საბა
05 აპრილი 2023 19:31
0
რაც ხდება ეს არის პირველ რიგში ჟურნალისტების ბრალი.
ჟურნალისტის მოვალეობა არაა მარტო იმფორმაციის დადება.
დასავლეთში უდიდესი გავლენა აქვს ჟურნალისტურ კროპუსს.
ხომ არის კითხვები? მერე ვინ სვმამს? ასეთ თემებზე კარებს აუფეთქებდენ მწვრთნელსაც, ფედერაციასაც და ცხოვრებას გაუმწარებდენ. არ მოეშვებოდენ.

რატომ არ ჩამოვიდა ხოჭოლოავა? ვინ დაიჯერებს რომ ნარკებში თამაში არ უნდა
იკითხა ვინმემ? დასვა კითხვა ჟურნალისტმა?
რატომ არ ხერხდება ჩაკვეტაძის გამოყენება, თუნდაც 15 წუთით?
რატო არ გამოიძახეს სერია -ა -ს მოთამაშე? ხო ვნახეთ რა დღესი იყო დასვა ნორვეგიასთან? არ უნდა დაისვას ეს კითხვა?
რატომ არ მამოიძახეს კიტეიშვილი?
გოჩოლეიშვილი მხოლოდ მას მერე გამოჩნდა რაც აზაროვი დაიმტვრა, თორემ არც კი აპირებდა მწვრთენლი მის გამოყენებას.
მიქაუტაძემაც აღნიშნა. ბუდუს გამოსვლის მერე გამოადვილდა თამაშიო?
რატომ ვერ მოხერხდა სწორი ძირითადის შერჩევა?
რომ ყოფილიყო 1 და 2 მოთამაშე კიდევ ხო? მაგრამ ფაქტობრივად სრულად ჩააგდო ნაკრებმა პირველი ტაიმი და მხოლოდ სეცვლებით მოხდა გარდატეხის შეტანა. დარწმუნებული ვარ სწორი მიდგომის შემთხვევაში თამაშს მოვიგებდით
las
06 აპრილი 2023 09:29
1
კომენტარს ვაკეთებ როგორ რიგითი რაიანი, ბლა, ბლა, ბლა, არის სრული ბულშეთი. დაინტერესებული პირი ხარ, ჯაკობია და არ გინდა ეს 'რიჟა ბაზარი'. მეტი პროფესიონალიზმი და თავმოყვარეობა იქონიეთ და როდესაც ინტერესთა კონფლიქტი აშკარაა, ხალხს ნუ აშტერებთ და თავს ნუ იჭრით უაზრო კომენტარებით. სანიოლზე უკეთ ნაღდად არ იცი ვინ რისი მაქნისია.
odala
05 აპრილი 2023 18:00
9
სანიოლზე თუ ხიზანაზე უკეთ?!:))))
ზურა
06 აპრილი 2023 06:04
1
ჩაკვეტაძეს არ უნდა უყურებდნენ როგორც კვარას შეცვლაზე შესაყვან ფეხბურთლეს. ის უფრო ცენტრში უნდა თამასშობდეს. მე ვერ მივხ ვდი სანილოის თუ მისი ასისტენტების გეგმას, სახლში ნორვეგიას ეთამაშები და პირვე ტაიმში ბურთს მათ აბარებ. ჩაკვეს შეეზლო ბურთი გაეკონტროლებინა და უკეთესი პასები ეკეთებინა ვიდრე აბურჟანიამ ან კვეკვესკირიმა კეთეს, კვეკვემ თამასი მთლიანად შააგდო განსაკუთრებით პირველი ტაიმი, თითქოს პირველად თამაშობდა დიდ მოედანზე. ამ დროს ამთამაშის მოგებაც შესაძელებელი იყო. სამწვრთნელო შეცდომების გამო ასეთი ცუდი გამოვიდა და გადავრჩით. ამ დროს იმათ ალბათ 3 გოლი მაინც უნდა გაეტანა კიდევ თუ არა მეტი. ას პროცენტიანი შანსები გაუშვეს. ასეთ თამაშებძე მისი დონის მოთამაშის გამოყვანა საცოდაობაა და ასევე უდიდესი შეცდომა. უფრო დიდი შეცდომა ის არის რომ სანიოლი გამოდის და ამბობს რომ აი ხომ ხედავთ კვარა დაცვასაც ეხმარება და ჩაკვე ჯერ კიდევ ფორმაში არ არის რომ მაგდენი შესძლოს. არა მგონია მას მისი თამასები კარგად აქვს ნანახი ვაისთან, იქნებ ეკითხა ვაისისთვის მაინც, როგორ ფორმაშია ჩაკვე? არა და მის თამაშებს რომ ვუყურებ მთელი ცენტრი მიჰყავს, დაცვაშიც უფრო მეტს მუშაობს ვიდრე კვარა და სასწაულ დროულ პასებს აკეთებს. ზურიკო კარგი ბიჭია მაგრამ თავის აწევა თუ არ ისწავლა დროულად რომ მოედანი დაინახოს წინ ვერ წავა, მაგიტომ ზის სკამზე და შემოდის შეცვლაზე თავის გუნდში. ამავე დროს ფიზიკურად სუსტია ისევ, რაც მარტო თავდახრილი ბურთით სირბილში არ გამოიხატება. ბოდიშIთ რომ ვაკრიტიკებ ზურიკოს და დანარჩენებსაც. არიან ახალგაზრდები რომელთაც უფრო მეტი შანსი უნდა მიეცეთ და იმედია მიეცემათ. ჩვენ ყველას ჩვენი ფეხბურთის წარმატება გვინდა რადგა სესაძელებელია
simartle
05 აპრილი 2023 17:34
1
აქამდე ყოველთვის სკეპტიკურად ვკითხულობდი კომენტარებს, როცა ფედერეციას და ხიზანიშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ამ თამაშმა სიმართლე გითხრათ, დამაფიქრა. ერთი ჩაკვეს უთამაშებლობა და გოჩოლეიშვილის არდაყენება ძირითადში?! კიდევ ბევრი სადაო თემებია, მაგრამ ეს ორი სრულიად გაუგებარია რიგითი გულშემატკივრისთვის.
ბმბ
05 აპრილი 2023 16:23
0
რა ვიცი იმაზე მეტს რას დააშავებდა ჩაკვეტაძე რაც აბურჯანია კვეკვესკირმა დააშავეს?!
სოსო
05 აპრილი 2023 15:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული