"რამდენჯერმე თანაგუნდელებმა არ შეიმჩნიეს, ზოგჯერ ნერვიულობდა" - როგორ შეაფასა იტალიურმა მედიამ ხვიჩას თამაში

AutoSharing Option
გუშინ, 7 აპრილს სერია A-ს 29-ე ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" ესტუმრა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. სხვადასხვა იტალიური გამოცემები "კვარას" თამაშს აფასებენ, გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს:

"როდესაც ხვიჩა ბურთს იღებს, მისგან ყოველთვის საფრთხეს ელოდები. მარიო რუის სივრცეებს ხშირად უთავისუფლებს, მართალია, ეს მისი საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა, თუმცა არც ყველაზე ცუდი გახლდათ" - Areanapoli-მ ხვიჩას თამაში 6.5 ქულით შეაფასა.

"კვარასგან" გამორჩეულ თამაშს ვართ მიჩვეულნი, მატჩებზე უდიდეს გავლენას ახდენს. მან გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი მსხვერპლი გაიღო, მეორე გოლი
ქუსლით შექმნა" - Eurosport-მა ხვიჩას 6 ქულა დაუწერა.

"კვარაცხელია რამდენჯერმე თანაგუნდელებმა არ შეიმჩნიეს, ამიტომ მატჩზე გავლენა ვერ მოახდინა. ოთხშაბათს, "ნაპოლის" "მილანთან" სხვა "კვარა" დასჭირდება" - Сalcionapoli ხვიჩას თამაშს 5.5 ქულით აფასებს.

"პირველ ტაიმში ნაკლებად აქტიურობდა, მეორე ნახევარში უფრო მონდომებული იყო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა" - Calciomercato-მ "კვარას" 5.5 ქულა დაუწერა.

"ზოგჯერ, ნერვიულობდა, ეს ჩვეული კვარა არ იყო, "ლეჩეს" მცველები ქართველს ხისტად ეთამაშებოდნენ. თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს" - Mediaset-ი ახალგაზრდა გარემარბის თამაშს 6 ქულით აფასებს.

"ლეჩემ" კვარაცხელიას ცხოვრება გაურთულა. ნიღბიანი ბომბარდირის გარეშე გუნდს 77-ე ნომერი ლიდერობს და ცდილობს სახიფათო იყოს, თუმცა გუშინ ეს არ გამოუვიდა" - Tuttomercatoweb-ისგან ხვიჩამ 6 ქულა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 74 ქულით პირველ ადგილზეა, სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

alt"ოსიმენს მოედანზე მანქანით შესვლა სურდა" - რა თქვა სპალეტიმ "ლეჩესთან" მატჩის შემდეგ

alt"დღეს ჩვეული სისწრაფით ვერ ითამაშა" - იტალიელმა ტელეწამყვანმა კვარაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 15 /
აქამდეც არ იმჩნევდნენ, მაგრამ არავინ წერდა პრესაში. ახლა რამდენჯერმე რომ გაშალა ხელები ეგრევე დაწერეს. ხშირად უნდა გააკეთოს ასე. პას არ აძლევენ და ფაფხურობენ.
Giorgi
20:29 08-04-2023
1
კვარას და ოსიმენის გარეშე ნაპოლი არის არარაობა.
აგია ჩემი კომენტარი
16:25 08-04-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული