Il Mio Napoli: დეზორიენტაცია "მილანისთვის" - კვარაცხელია ახალ ამპლუაში

AutoSharing Option
"მილანთან", რომელთანაც სერია A-ში საკუთარ მოედანზე 0:4 განადგურდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩებს "ნაპოლი" საკადრო პრობლემებით ხვდება. გუშინ სპალეტის შეგირდებმა "ლეჩეს" გასვლაზე კი სძლიეს (2:1), მაგრამ მათი თამაში დამაჯერებელი ვერ იყო. ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არაა დაბრუნდება თუ არა მომავალი შეხვედრებისთვის ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენი და თუ დაბრუნდება, როგორ ფორმაში იქნება. თან, ტრავმა მიიღო ჯოვანი სიმეონემ და ჯაკომო რასპადორიც ვერაა ფორმაში.

Il Mio Napoli ვარაუდობს, რომ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას 9-იანის პოზიციაზე მოუწიოს თამაში.

კვარაცხელია "მილანთან" შესაძლო მთავარი ტაქტიკური გასაღების
როლში

"ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება "მილანთან" მატჩში ტაქტიკური გასაღები გახდეს. სეზონის საკვანძო მომენტში "ნაპოლი" შეტევაში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. აპრილის დასაწყისში კუნთის ტრავმის გამო ლუჩანო სპალეტი ვიქტორ ოსიმენის გარეშე დარჩა. "ლეჩესთან" ჯოვანი სიმეონე დაშავდა და არის რისკი იმისა, რომ მხოლოდ ერთი თავდამსხმელის, ჯაკომო რასპადორის ამარა აღმოჩნდნენ. მას ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა და სასურველ კონდიციებში ვერ იმყოფება.

სიმეონეს არყოფნაში, როდესაც ოსიმენის დაბრუნება ძალიან საეჭვოა (თამაში რომც მოახერხოს, საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება) და რასპადორის პრობლემის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, "როსონერისთვის" ტაქტიკური გასაღები კვარაცხელიათი მოიძებნოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქართველისთვის უჩვეულო ამპლუაა, მისი "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე გამოყენება შესაძლებელია. ნეაპოლელთა 77-ე ნომერს საამისო უნარები გააჩნია და ამ პოზიციაზე ხშირად ნაკრებშიც უთამაშია. გუშინ სიმეონეს ტრავმის მიღების შემდეგ სწორედ ცენტრალურ ზონაში მოქმედებდა. ამან შეიძლება მოულოდნელობის ეფექტით "მილანის" დაცვის დეზორიენტაცია გამოიწვიოს.

"აძურის" გულშემატკივრებს, ალბათ, ახსოვთ 2016/17 წლების სეზონი, როდესაც ანალოგიური რთული ვითარება შეიქმნა, მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ცენტრფორვარდად ამ პოზიციისთვის გამოუცდელი ფეხბურთელი დააყენა (დრის მერტენსი). ამ გადაწყვეტილებამ ბელგიელის კარიერა მნიშვნელოვნად შეცვალა და "ნაპოლის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ვინ იცის, იქნებ კვარაცხელიამ ახალ ამპლუაში ახალი როლი მოძებნოს, რაც მის თამაშს კიდევ უფრო კაშკაშას გახდის და შესაძლებლობების მეტად წარმოჩენის საშუალება მისცემს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩამ მილანთან უნდა დაამტკიცოს რომ ვარსკვლავია თორემ ბოლო თამაშები ვერ იყო თავის დონეზე.რატომღაც პასებს ეგრევე უკან აბრუნებს.ალბათ ფეხებს უფრთხილდება.ოსიმენის არყოფნაში თუ არ გაიბრწყინა ნაპოლის შანსი არ ექნება.
ღმერთი ჩვენკენ
14:05 09-04-2023
0
სწორედ ისეთი ფეხბურთელი უნდა იყოს ცენტრფორვარდად კარგი დლიბლინგი, რომ აქვს. საჯარიმოში რომ ბურთს მოგაწვდიან მცველის მოტყუება და კარში დარტყმაა დარჩენილი, ეს კი არცერთი არ ეშლება ხვიჩას.
ჟორა
22:24 08-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული