Ilmattino იტყობინება, რომ UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „ნაპოლის“ თანამემამულე ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მხარი დაუჭიროს.
დვალიშვილმა ნეაპოლში გადაღებული ვიდეო და სურათი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა და ტექსტიც დაურთო: „2 დღე დარჩა კვარაცხელიას თამაშამდე. ჩვენ მზად ვართ საქომაგოდ“.
ვიდეო: Palitravideo
მერე კიდევ რედაქციას ვთხოვდი რომ ასეთი ცუდი გავლენის მქონე კადრები არ გაავრცელონ და გავრცელებაში ხელი არ შეუწყონ. ისედაც დაკარგული აქვს დღევანდელი ახალგაზრდობის არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილს გონიერება!
მოგიკითხავთ!