"ფორმაში არ არის, მაგრამ..." - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 100 პროცენტით ფორმაში არ არის, თუმცა ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებამ, შესაძლოა, მის თამაშზე დიდი გავლენა მოახდინოს.

"ოსიმენის დაბრუნება "მილანთან" მატჩის წინ უმნიშვნელოვანესია. მოედანზე მისი გადაადგილება ხვიჩა კვარაცხელიას სივრცეებს უქმნის.

ქართველი 100 პროცენტით ფორმაში არ არის და ბოლო პერიოდში თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს, თუმცა, შესაძლოა, ოსიმენის დაბრუნებამ მისი თამაში სრულად შეცვალოს.

ეჭვგარეშეა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ნიგერიელს ვიხილავთ, მარცხენა ფლანგზე ხვიჩა
ითამაშებს. ლოსანო თუ პოლიტანო? მე იტალიელს ავირჩევდი" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩი დღეს, 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"რუისთან ერთად "ნაპოლის" მოგება უჭირს" - ფედელემ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

alt"ნაპოლის" გუნდში უცხოპლანეტელი ჰყავს" - ფედელე აღტაცებულია

alt"მეკარეს ფეხით თამაში უნდა შეეძლოს, მას ხასიათიც არ გააჩნია" - ფედელემ ამჯერად მერეტს შეუტია

მკითხველის კომენტარები / 7 /
სწრაფ გოლს თუ გაიტანს ნაპოლი, შანსი ექნება
0
დღევანდელი შეხვედრა არა მგონია უხვგოლიანი გამოდგეს, თუმცა რაკი ხვიჩა-ოსიმენის დუეტი ისევ იმუშავებს, დიდი იმედი მაქვს, რომ ნაპოლი გავა შემდეგ რაუნდში. წარმატებები ხვიჩას!!!
მალხაზი
13:04 18-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული