მამარდაშვილი "ვალენსიას" სეზონის ბოლოს ყველა ვარიანტში დატოვებს - ერთ-ერთმა ესპანურმა გუნდმა უკვე თანხაც დაასახელა

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსია" დიდ კრიზისშია, გუნდს ფინანსურ პრობლემებთან ერთად ლა ლიგიდან დაქვეითება ემუქრება. ამ მომენტისთვის "ღამურები" 34 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა მე-18-ადგილოსან (გასავარდნი ზონა) "ხეტაფესაც" ამდენივე ქულა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გუნდი მზადაა გიორგი მამარდაშვილი გაყიდოს, მიუხედავად იმისა, დარჩებიან თუ არა სათამაშოდ რანგით უმაღლეს დივიზიონში.

"საშინელებაა "ვალენსიას" ასეთ მდგომარეობაში ხილვა. სავარაუდოდ, კლუბს ახლანდელი პრეზიდენტიც დატოვებს, რის შემდეგაც რევოლუციური ცვლილებები დაიწყება.

რაც შეეხება მამარდაშვილს, ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, გიორგის სამსახურით "ვილიარეალია" დაინტერესებული, რომელიც მზადაა ქართველი მეკარის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს,
რაც 10 მილიონით ნაკლებია, ვიდრე გიორგის საბაზრო ღირებულება.

მომზადებულია superdeporte-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
Რატომ უნდა გადაიხადონ ბევრი, ერთი ამიხსენი. შენი Მშობლიური გუნდია ვალენსია რომ მის ბიუჯეტზე ზრუნავ? რაც ნაკლებად შეელევიან მით უფრო მეტი შანსია რომ გიორგი კარგმა კლუბმა წაიყვანოს და წნეხიც ნაკლები ექნება, მასში რომ კოლოსალური თანხა არ იქნება გადახილი. Ცოტა რომ დაფიქრდეთ არ შეიძლება? Ტვინი რისთვის გაქვთ?
Სმტ
06 მაისი 2023 15:08
0
ბრილიანტი რომ კაპიკად იყიდო,მფლობელისათვის,ის უკვე ბრილიანტია,რომლის ფასიც,მხოლოდ ერთი კაპიკია!ფეხბურთელს ძვირად რომ იყიდი,გინდა თუ არა,უნდა ათამაშო!სხვა შემთხვევაში გეტყვიან,თუ არ გინდოდა,ამდენი რატომ გადაიხადეო!ჩვენ ფეხბურთელებს,ევროპაში რომ მიდიოდნენ,საკუთარი დაბალი ფასის გამო უჭირდათ,ყველაზე მეტად,თავის დამკვიდრება,რადგან იგივე კლასის სხვა ფეხბურთელებში,გაცილებით მეტი ჰქონდათ გადახდილი,მფლობელებს და სწორედ მათ ათამაშებდნენ.
სოსო
06 მაისი 2023 19:20
0
ცოტაა ძალიან 30 მაინც უნდა გადაიხადონ
ვასილი ალიბაბაევიჩი
05 მაისი 2023 18:17
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული