მარადონამ მეფედ კვარაცხელია "აკურთხა" - ნიგერიაში მღელვარება დაიწყო

AutoSharing Option
დღეს გვირგვინი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს როდი დაადგეს - სერია A-ს საიტმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე ნახატი გამოაქვეყნა, სადაც "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მეფედ ტახტზე გამოსახული ხვიჩა კვარაცხელია "აკურთხა". სურათს წარწერა აქვს გაკეთებული: "ნეაპოლში ახალი მეფის კორონაცია გაიმართა".

ამან კვარაცხელიას თანაგუნდელის ვიქტორ ოსიმენის სამშობლოში აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით,  საუკეთესო მათი თანამემამულეა და სოციალურ ქსელებში იტალიას რასისტულ ქვეყანას უწოდებენ.

"ეს დიდ კითხვებს იწვევს", - წერს Nairaland-ი. Pulsesports-ი კი აღნიშნავს, რომ ნიგერიელები მეფედ ვიქტორს, ხოლო სერია A-ს
რასისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენმა 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 50 /
მარტო გოლის გატანა არარის, ეგრე ჰალანდი მონსტრია მაგრამ რატომღაც ვერ "ვკაიფობ" მისი ფეხბურთით. შემქმნელი, შემოქმედი ფეხბურთელი უფრო ფასობს ჩემი აზრით. დრიბლინგი, პასის კულტურა და ტექნიკის დემონსტრირება. რატო უყვარს ყველას მოდრიჩი ან მესი, იმიტო რომ გუნდის ძრავია, მამოძრავებელი, გამიხარდება თუ კვარას არანაკლები კარიერა ექნება. დასაწყისი იდეალურია
რაბუ
00:01 07-05-2023
5
ბოღმიანმა ნიგერიელებმა ცივი წყალი დალიონ. ზოგადად ვინც ფეხბურთს უყურებს კვარა გადის ისეთ კატეგორია ფეხბურთელებში რომლებზეც ამბობენ ფეხბურთის ყურება ამ მოთამაშემ დამაწყებია და შემაყვარაო. და ამ კატეგორიაში შედიოდნენ ისეთი ტიტანები რომლებსაც ესადაგება ეს ეპითეტი. ბაჯო, ტოტი, დელპიერო, ბერკამპი, ეფენბერგი, ფიგუ, ზიდანი, ბესტი, ყიფიანი, და სწორედ დიეგო მარადონაც რომელთანაც კვარა ყველაზე ახლოსაა თავისი ამპლუით, შემოქმედებით, სოლო რეიდებით, თუ ელეგანტური გოლებით, და არა ერთფეროვანი კი მებრძოლი მუდამ ტონუსში მყოფი მაგრამ მაინც ტარანის ტიპის ფორვარდი, რომელიც საგოლე პასებს მუდამ ასეთი "ფანტაზისტა" ფეხბურთელებიდან იღებს. ფეხბურთი მარტო გოლები და ფინიში არ არის, ფეხბურთი პირველ რიგში სანახაობაა როგორც, კარგი სპექტაკლი, კინო, თუ მუზეუმის დათვალიერება. ასეთი ფეხბურთელების გარეშე კი სანახაობა მწვანე მინდვრებზე არ იდგმება და სწორედ იმიტომ ფასდებიან, იმიტომ იპოვებენ ისინი დიდ სიყვარულს და სახელს რომ ასეთი ფეხბურთელები ცოტა არიან.
Charley
22:31 06-05-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული