სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ 1:0 სძლია.
ვინიდან ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო 4 მაისს მოიპოვა და დღევანდელ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა სპალეტიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, კვარაცხელია კი ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად 45-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. "კვარამ" თამაში გაამწვავა, გაახალისა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.
სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ, ორი მომენტი შექმნეს და ორივეჯერ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე გოლინი. მოზეიმე არენაზე მასპინძლებს თითქოს მოტივაცია აკლდათ, უნიათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შეცვლაზე კვარცხელიასა და ზილენსკის შესვლის შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, ტემპმა მოიმატა, ლობოტკას მოპოვებული პენალტი ოსიმენმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში გონსალესმა წააქცია, ნიგერიელმა თერთმეტმეტრიანიდან გამარჯვების გოლი გაიტანა და სიმეონემ შეცვალა.
შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 14 მაისს გასვლაზე „მონცასთან“ ჩაატარებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ფიორენტინა 1:0
გოლი: ოსიმენი (74, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (48)
ხვიჩამ გააცოცხლა ნაპოლი და განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია ოსიმენზე !!!
ოსი კვარამ ამოიყვანა ამ სიმაღლეზე!
რამდენ მატჩშიც ნაპოლის სივრცეები გაეხსნა, ყველგან გაათახსირა ხვიჩამ მეტოქეები.
მთელი თამაში 2-3 და მეტი კაცი სადაც ჰყავდა აწებებული, იმ მატჩებშიც კი ახერხებდა მინიმუმ, ერთი საგოლე ან პოტენციური საგოლე მოქმედების დადებას.
ხვიჩას გარეშე ნაპოლი იქნებოდა ის უსახური გუნდი, რომელიც კრემონეზემ გამოაგდო თასიდან და დღეს რომ იყო პირველ ტაიმში.
ოსიმენი არის ჩვეულებრივი კარგი მეგოლე, ოღონდ თანაგუნდელებმაც უნდა შეუწყონ ხელი. ოსიმენის განეიტრალება გაცილებით მარტივია, ვიდრე კვარასი. ოსიმენს კვარასთან ერთადერთი საერთო რაც აქვს, ორივეს შეუძლია არაფრისგან გოლის ან საგოლე პასის გამოდნობა. ოღონდ ვიქტორა ამას უფრო ჭიდაობით ან თანაგუნდელების დახმარებით ახერხებს, კვარა გაცილებით ლამაზად და უფრო ინდივიდუალურად.
გადავა ოსიმენი სადმე ტოტენჰემში ან ჩელსიში და დარწმუნებული ვარ, ირბენს მუდრიკივით უფერული. პრინციპში, მასე დარბოდა ნაპოლიშიც, სანამ კვარა გადმოვიდოდა.
მთლიანობაში, კვარა და ოსიმენი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს და ძალიან მინდა, მომავალ სეზონშიც თანაგუნდელები იყვნენ უფრო გაძლიერებულ ნაპოლიში.
დღეს ძალიან კარგად ითამაშა ჩაკვეტაძემაც, საგოლე გადაცემა მიითვალა და ერთერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდში.