გიორგი ლორია "ანორთოსისს" დატოვებს

AutoSharing Option
goal.philenews-ის ცნობით, "ანორთოსისში" ჩატარებული ოთხი სეზონის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სხვა გუნდში გადავა.

"ანორთოსისი" სერიოზულად აპირებს გადახალისებას, ალბათ, მწვრთნელსაც გამოიცვლის და ლორიას 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს გაუწყვეტენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ 37 წლის ქართველისადმი პატივისცემის ნიშნად, მიღებულ გადაწყვეტილებას მას კლუბის პრეზიდენტი ანდრეა სანტი პირადად შეატყობინებს.

ლორიამ ყველა ტურნირზე ფამაგუსტური გუნდის შემადგენლობაში 126 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კვიპროსის თასის მფლობელი გახდა.

რაც "ანორთოსისი" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ და ქართველმა ლეგიონერებმა დატოვეს, გუნდი მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვის და ლორიასაც უკეთეს კლუბში
გადასვლა
უჯობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაბრუნდეს დინამო თბილისში ჯობია 1 სეზონით,კუტალაძეც ბევრ რამეს ისწავლის მისგან.კერესელიძე კიდევ იჯარით გაუშვან რომელიმე კლუბში,ცოდვაა ეს ბიჭი სკამზე.1 სეზონი და შემდეგ კარიერის დასრულება და იგივე ნაკრებში მეკარეების მწვრთნელობა შეუძლია ლორიას.არამგონია ამჟამინდელ მწვრთნელზე ნაკლებად გამოუვიდეს ეგ საქმე.მაკარიძის დამატებაზეც თუ იმუშავებს თუნდაც დინამო ბათუმი კარგი იქნება,არაა ეგეც დასაკარგი მეკარე.პლუს ზაურ მახარაძე გახსოვთ?უკრაინაში დაბადებული,ზორიაში რომ თამაშობდა და საქ.მოქალაქეობა რომ მიიღო. თითქმის 1 წელი უკლუბოდაა ეს ბიჭი,თუ მიაქცევენ ყურადღებას კარგი იქნება.ბელარული და უკრაინელი მეკარეების ჩამოყვანას ასეთ ბიჭებს რომ მიაქციონ ყურადღება უკეთესი იქნება!
მეზღვაური
10 მაისი 2023 09:55
0
ლორია ბათუმის დინამოში!
მერაბი
10 მაისი 2023 09:37
0
კი უჯობს უკეთეს გუნდში გადასვლა, მაგრამ თქვენ აიყვანთ 37 წლის მეკარეს უკეთეს გუნდში? არ აიყვანთ, ხომ? ჰოდა გამოსავალი საქართველოში დაბრუნებაა.
ჰაჰა
09 მაისი 2023 23:44
0
Romelime dinamoshi evroturnirebis win shesanishnavi gadzliereba iqneba.
Givi
09 მაისი 2023 21:52
0
უნდა წავიდეს, უკვე რამდენიმე თამაშია ძირითადში აღარ არის
გია
09 მაისი 2023 20:13
0
ყველაზე დაუფასებელი მეკარე
შაკო
09 მაისი 2023 18:31
6

სიახლეები პოპულარული