კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში, სტუმრად "სალამისთან" მოგებული მატჩის (1:0) 75-ე წუთზე, ტრავმა მიიღო "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიამ.
ლორიამ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, შეცვალეს და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.
kerkida-ს ცნობით, ლორიას ბარძაყის ოთხთავა კუნთი აქვს დაზიანებული. თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, დღეს სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვევა.