კარგი ამბავი: მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ

AutoSharing Option
РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:

"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.

ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".

მკითხველის კომენტარები / 116 /
მარტო რუსეთის ჯიბრზე უნდა წამოვიყვანოთ ეს ბიჭი ნაკრებში.
მივცეთ შანსი, თუ ივარგა მაგას რა სჯობია, ხოლო თუ არა და არც ითამაშებს ნაკრებში.
სამაგიეროდ ვეღარც რუსეთში ითამაშებს და რუსების კბილების ღრჭენად ნამდვილად ღირს.
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც მათ ჩვენ ფეხბურთელები დაგვიღუპეს. საკმარისია.


დდ
05 ივნისი 2023 22:28
1
რა გიხარიათ ჟურნალისტებო?ეს არის კარგი ამბავი?!
!!
14 მაისი 2023 19:25
6
რუსულ კანონზე ხელის დამჭერ და რუსეთუმე კობიაშვილისგან სხვას რას ელით??!!ვაი საცოდავო საქართველო ვის ხელშია ქართული ფეხბურთი?!ნახეთ ახლა რამდენ რუსს შემოყრიან ნაკრებში!!!!!!!
**
13 მაისი 2023 17:21
5
ვინც სტადიონებს და სპორტის აკადემიას ანგრევდა და ჰყიდიდა,იმათგან გადაიბარეს და ის ხალხია ვინც სტადიონებს,საფეხბურთო აკადემიებს აშენებს.იმ ხალხის ხელშია,ასეულს მიღმა მყოფი ნაკრები,ოთხმოცეულში რომ ამოქაჩეს და ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვეს,რის შემდეგაც,კიდევ რამდენიმე განახლებული სტადიონი შეემატება ფეხბურთის ინფრასტრუქტურას.ოცნებას საკმარისი ცოდვები აქვს,რომ დამსახურებაც ცოდვად არ ჩაუთვალოთ!სპორტის ნებისმიერ სფეროში,შეადარე,საქართველოს შედეგები,ნაცების და ქოცების დროს,იმაზეც დაფიქრდი,სად იქნებოდა ქართული სპორტი,ნაცებს ამდენი ბაზა რომ არ გაეყიდათ და ქვეყნისათვის ემუშავა,რამდენი დაუჯდა სახელმწიფოს,მათგან უკვე დანგრეულის, ხელმეორედ აშენება და ობიექტური დასკვნა ისე გამოიტანე!
სოსო
19 მაისი 2023 23:04
2
მე საქართველოს მოქალაქეს!!! არ მინდა ეს ბიჭი ნაკრებში!!!!
გიგი
12 მაისი 2023 15:11
3
გველესიანს არ იძახებთ ნაკრებში და ეს რუსი უნდა გამოიძახოთ?!იხვეწება ბიჭი ჩემი ქვეყნის ნაკრებში მინდაო და ამ ტიპს ახლა გაახსენდა საქართველო და ნაკრები?! როცა რუსეთი მოკვეთეს ყველა ტურნირიდან,რატო თამაშობდა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში?!
საბა
11 მაისი 2023 18:42
3
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!!არ მინდა ეს რუსი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდეს!!!!!!!!!გაიგეთ და და შეიგნეთ!!!!!!
სოსო
11 მაისი 2023 15:32
5
ადრე მეც ვამბობდი,არ უნდა ქართველობა და გაანებეთ მეთქი თავი,მაგრამ რაკი ასე გადაწყვიტა,შანსი უნდა მიეცეს.თამაშზეც შეეტყობა,გულით თამაშობს თუ არა.მარტო იმისთვისაც კი ღირს მისი დაბრუნება,რომ სისხლით ქართველი,კვლავ საქართველოს წიაღს დაუბრუნდეს და მისი მოქალაქეობა მიიღოს.ისედაც ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვკარგავთ,რომ სხვებს თვითონვე ვკრათ ხელი.
სოსო
19 მაისი 2023 23:12
3
ჯიქია მეგრელია ხოლო კვარაცხელია ქართველი
გიორგის
11 მაისი 2023 14:37
3
გენერალ პეტრე ბაგრატიონზე უფრო სუფთა სისხლის ქართველი,ალბათ არც ჯიქიაა და არც კვარაცხელია,მაგრამ იბრძოლა და დაიღუპა,როგორც რუსეთის გენერალი და გმირი.ჯიში და გენი ერთია,მაგრამ გაზრდასაც გააჩნია.ქართველები გამოირჩეოდნენ იმ ქვეყნის ერთგულებით და თავგანწირვით,სადაც ცხოვრობდნენ.ეტყობა,მაშინ ასე ზრდიდნენ,დედები.
სოსო
19 მაისი 2023 23:46
1
შენგელია შევჭამეთ რომ არმიის გუნდში გადავიდა და ეს 7 წლიდან თამაშობდა არმიის გუნდში.ეხლა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რა არის სწორი გადაწყვეტილება.ნაკრები არ არის კლუბი.მე საერთოდ არ მინდა საქართველომ მსოფლიოზე ითამაშოს და ნაკრებში სხვა ეროვნების ფეხბურთელები და ასევე ქართულის არ მცოდნე ქართველებმა ითამაშოს.
გოგა
11 მაისი 2023 10:54
0
ეს ბიჭი არ იყო რომ არ უნდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში ეხლა უი თურმე რატომაც არა?! არ გვჭირდება შემეტენე ხალხი! ეს არ არის ქართველი! თავის ქართველობა თავის დროზე დაამტკიცა. არ არის ზედმეტი ნერვიულობა საჭირო უბრალოდ და მარტივად როგორც მე ასევე თქვენც მოგიწოდებთ მეგობრებო თუ ამას გამოიძახებენ ნაკრებში არ ვუყურებთ და არ მივიდეთ სტადიონზე ნაკრების თამაშებზე საგულშემატკივროდ!!!
T.q
10 მაისი 2023 22:40
13
სულელურ პატრიოტიზმს დანებეთ თავი და ცოტა პრაგმატულად იფიქრეთ, ჭირდება ნაკრებს და მორჩა, სასიძოდ არავის სთავაზობს თავს, თუ ნაკრებს გამოადგება რამეში მივეაალმები, პატრიოტიზმი სხვანაირად და სხვაგან ამტკიცეთ თუ შეგიძლიათ
გოგა
10 მაისი 2023 22:40
6
რა ჭირდება ნაკრებს ლოკომოტივის სათადარიგო ფეხბურთელი?? არანრი დიდი ნიჭი ეს ბიჭი არ არის! ერთი შენი პატრიოტიზმი მანახე სუფრის სადღეგრძელოს იქეთ რომ არ მიდის!! პატრიოტიზმი კი არა ღირსებაა ამ დონის რუსს ნაკრების ფორმა რომ არ ჩააცვა! თურმე რუსებისთვის ხაჭაპურის ცხობაა პატრიოტიზმი და ქვეყნის ორჯონიკიძეებისაგან დაცვა არა!
aa
20 მაისი 2023 11:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული