"რეალი" ფინალში იღბლის ხარჯზე გავიდა? ვინც ასე თვლის, მინდა ვუთხრა, რომ..." - ტიერი ანრი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "რეალმა" "ბაიერნი" 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ითამაშებს.

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.

"ხალხი ამბობს, რომ ეს იღბალია? არანაირი იღბალი არ არსებობს, ეს მადრიდის "რეალია" - წერტილი", - განაცხადა ტიერი ანრიმ.

შეგახსენებთ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "დორტმუნდს" დაუპირისპირდება. მატჩი 1-ელ ივნისს, "უემბლიზე" გაიმართება.

alt"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: ხოსელუს დუბლით "რეალმა" "ბაიერნს" საოცარი მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
რეალის გულშემატკივარი არ ვარ,მაგრამ ვაფასებ და პატივს ვცემ და ვთვლი,რომ საუკეთესოდ აწყობილი მენეჯმენტი და სისტემა აქვს.შესანიშნავი შემადგენლობა ,შესანიშნავი მწვრთნელით და შესაბამისი შედეგებით.რაც შეეხება კონკრეტულ თამაშს,---რეალი უკეთესი იყო და უფრო მეტად იმსახურებდა გამარჯვებას.ვიღაც წერდა ვინისიუსმა უხეიროდ დაარტყაო.უხეიროდ კიარა ,მიწიდან ასხლეტილი ბურთი ძალიან რთული მოსაგერიებელია მეკარისთვის.ყველაზე სწორი გამოსავალია,რომ არ უნდა დაარტყმევინო .თამაშგარეს შესახებ კი ვიტყოდი,რომ როცა ფეხბურთელი აშკარა "ოფსაიდში" ღებულობს ბურთს ,გვერითმა მყისიერად უნდა აწიოს ალამი,რამეთუ ფაზის დამთავრებას თუ დაელოდა ამ დროს შეიძლება ძვლების მტვრევაც მოხდეს და ფეხბურთელებმა ტრავმებიც მიიღონ .ფაზის დამთავრებას კი უნდა დაელოდოს მაშინ, როცა თამაშგარე არც თუ ისე მკაფიოდ იკითხება.ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე უნდა მოქცეულიყო და სალაპარაკოც აღარაფერი იქნებოდა,რეალი მაინც გავიდოდა.
ამბაკო
09:24 10-05-2024
0
ანრის რომ რეალი ეზიზღება ახალი ამბავი არ არის, მაგრამ რესპექტი ამ პოსტში, ობიექტური შეფასება გააკეთა. ამას იღბალი არ ჰქვია, ეს არის კლასი. ტუხელმა წააგო ეს თამაში, მწვრთნელმაც და მთლიანად გუნდმაც დაიწყეს ფიქრი ანგარიშის შენარჩუნებაზე როგორც კი გოლი გაიტანეს, ბოხუმთან და კიოლნთან ვერ ინარჩუნებენ ანგარიშს და ბერნაბეუზე მოინდომეს ანგარიშის შენარჩუნება))))
მამუკა
22:47 09-05-2024
2

სიახლეები პოპულარული