Bola na Red-ის ჟურნალისტი ლუის პინტო კოელიო იტყობინება, რომ "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სამსახურით "პორტუ" დაინტერესდა.
წერილში აღნიშნულია, რომ "ვალენსია" თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ დროებას განიცდის, მამარდაშვილი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა გიორგის ხელში ჩაგდება ადვილი არ იქნება, რამეთუ მისი შეძენის სურვილი "ლესტერს" აქვს, რომელიც შეიძლება პრემიერლიგიდან გავარდეს.
კიდევ ერთი პრობლემა მამარდაშვილის ტრანსფერში მოთხოვნილი 20 მილიონი ევროა, თუმცა არაა გამორიცხული თანხა "ვალენსიას" სეგუნდაში დაქვეითების შემთხვევაში შემცირდეს.
Transfermarkt-ის მიხედვით მამარდაშვილის ფასი 25 მილიონია.
"პორტუ" ქვეყნის ჩემპიონატზე მეორე
ადგილზეა, შეიძლება გუნდი მეკარე დიოგო კოშტამ დატოვოს და მის შემცვლელს ეძებენ.