მამარდაშვილმა ვინისიუსს მიმართა: პატივისცემა ჩემგან - იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას ვცდილობდი

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა "რეალის" თავდამსხმელ ვინისიუსს "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით მიმართა:

"ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. ვინისიუს, პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ".

შეგახსენებთ, მატჩისას ვინისიუსს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც ქართველიც მონაწილეობდა, ბრაზილიელი კი გააძევეს.

პოლიციამ "ვალენსიას" სამი
გულშემატკივარი დააკავა, რომლებიც ვინისიუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ მატჩებზე დასწრებას სამუდამოდ აუკრძალავენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
არამკითხე მოამბეო, მიტყიპეს და მიაგდესო! რას ეტენები ვინმე მუსას, ახლა მუსა ამას დაამუსავებს...
ასეა ეს!
25 მაისი 2023 06:18
6
მაგარი კაცია და მოიქცა ქართულად და სწორად აბა როგორ უნდა მოქცეულიყო შენ წინ რო გუნდელს ცემენ თველები დაეხუჭა და ჩაეჯვა?? Სიმართლე ერთია და ის მამარდას მხარესაა.მერე რა რო ახალი მისულია ჩვენ და ევროპის არ იყოს ცალფეხზე უნდა იდგეს ქათამივით.
Ალექსანდრე
24 მაისი 2023 14:05
4
თუ მართალი იყო თავისი თათანაგუნდელები რატომ არ დაუდგნენ გვერდში,მუსა სად გაიპარა???კვარაცხელია დაუდგა გვერდით და ჩვენი ნაკრების ბიჭები,შედით მის ინსტაგრამზე და ნახეთ როგორ შეურაცყოფას აყენებენ ვინისიუსის და რიალის ფანები,რასისტობაში ადანაშაულებენ!!!!!!!ვალენსიას ფეხბურთელები გაიპარნენ ერთმა არ გააკეთა განცხადება
!!
24 მაისი 2023 17:03
1
თუ მართალი იყო თავისი თათანაგუნდელები რატომ არ დაუდგნენ გვერდში,მუსა სად გაიპარა???კვარაცხელია დაუდგა გვერდით და ჩვენი ნაკრების ბიჭები,შედით მის ინსტაგრამზე და ნახეთ როგორ შეურაცყოფას აყენებენ ვინისიუსის და რიალის ფანები,რასისტობაში ადანაშაულებენ!!!!!!!ვალენსიას ფეხბურთელები გაიპარნენ ერთმა არ გააკეთა განცხადება
!!
24 მაისი 2023 15:32
1
მამარდაშვილის საქციელი იმ ეპიზოდში ,რბილად რომ ვთქვათ ,სწორი არ იყო .ხარ უცნობი ქვეყნიდანერთი წლის ჩასული ,ახალგაზრდა და გამოუცდელი ,იყავი შენთვის მოკრძალებულად და თავმდაბლად ,აკეთე შენი საქმე რუდუნებით.მასეთი აყალ-მაყალების დროს თავი უნდა შეიკავო .მაგას მიხედავენ ისინი ვისაც ვალენსიაში შენზე მეტიც უთამაშიათ,შენზე მეტი პატრიოტებიც არიან და შენზე მეტადაც ეთქმით სიტყვა .ასე რომ ეცადე თამაშზე იყო კონცეტრირებული და საერთო სურათს ნუ გააფუჭებ.
საჩინო
24 მაისი 2023 10:08
34
ეს რომ ვასკესი ყოფილიყო, ან ვალვერდე ხომ არ მოყვებოდა ამხელა აჟიოტაჟი? ხოდა პირიქით ხომ არ არის და ასეთი ბოდიშები რომ ჭირდება მამარდას, ამითO ხომ არ ხდება სწორედაც ხაზგასმა ვინისიუსის კანის ფერზე? ისე მაიმუნს ოლივერ კანსაც ეძახდნენ და ბანანებს ესროდნენ, ასე რომ კანის ფერი არაფერ შუაშია მგონია (რუდიგერსაც არ დაუჩივლია) და ყველაფერში რასიზმის ქექვა არ არის სწორი.
???
24 მაისი 2023 01:11
4
რატო არ მიქვეყნებთ კომენტარებს? კელი დეიდასი გეშინიათ?)))
23 მაისი 2023 23:07
12
ისე სპორტალ კელი დეიდასი არ გეშინია ღრუსებზე რო აქვეყნებ სტატიებს წამდაუწუმ?!რავა ყველგან ორმაგი სტანდარტები გაქვთ ლიბერალებს?!
ზორო
24 მაისი 2023 02:23
7
მამარდა მაშინაც სწორად მოიქცა და ახლაც სწორად იქცევა.სადღაც მაქვს წაკითხული:-მოიქეცი ისე,როგორც სწორია,მაგრამ თუ არ იცი რა არის სწორი,მოიქეცი კანონის მიხედვით!ჭკვიანური დარიგებაა!გიორგი როგორც სწორი იყო მაშინაც და ახლაც, ისე მოიქცა და თუნდაც ისიც დასაჯონ,არ უნდა იდარდოს,რადგან კანონი,ზოგჯერ სწორედ სწორ საქციელს სჯის.
სოსო
23 მაისი 2023 22:20
4
ზოგადად კარგი ჟესტია თანაგუნდელის გამოქომაგება, მაგრამ მამარდას საქციელი ამოვარდნილი იყო იმ ეპიზოდიდან, რაღაც არაადეკვატურ ქცევას ჰგავდა, რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო
მამუკა
23 მაისი 2023 20:12
33
შემთხვევით დამეჭირა დისლაიქზე, გეთანხმები
24 მაისი 2023 10:58
4
ყველა მამარდას ადანაშაულებს და მუსა ხმას რატომ არ იღებს??მხარდაჭერა გამოუცხადოს მამარდას როგორც კვარამ,ღირდა ახლა ესეთისთვის თავის გაწირვა??!!
სოსო
23 მაისი 2023 19:20
4
ზუსტად კვარა თუ იტალიიდან გამოექომაგა ეგ მუსა გუნდში არ ყავს??!!ეხლა ვნახე მისი სოციალური ქსელები და არც პოსტი არც სთორი არაფერი უდევს!!!
სოსო-
23 მაისი 2023 19:59
1

სიახლეები პოპულარული