კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების ამბავი დადასტურდა - კიმთან ერთად "მანჩესტერში" ოსიმენიც წავა?

AutoSharing Option
წამყვანი იტალიური გამოცემები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს და შეთანხმება უკვე მიღწეულია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, შრომითი ხელშეკრულება 1 წლით, 2028 წლის ივნისამდე გაგრძელდება, ქართველის ანაზღაურება 1.4 მილიონიდან 2.5 მილიონამდე აიწევს, მაგრამ ბონუსების ჩათვლით, სავარაუდოდ, თანხა 4 მილიონს შეადგენს.

ეს ამბავი "ნაპოლის" ფანებისთვის გასახარია, რასაც ვერ ვიტყვით გუნდის კიდევ 2 ლიდერზე გავრცელებულ ინფორმაციაზე.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მცველი კიმ მინ-ჯაე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა და ინგლისელები სამხრეთკორეელის გამოსასყიდ თანხას, 70 მილიონ ევროს გადაიხდიან.

დღეს კი სხვადასხვა წყარომ
გაავრცელა ცნობა, რომ "წითელ ეშმაკებს" ვიქტორ ოსიმენის დამატებაც ძალიან სურს და ამ ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ 191 მილიონ ფუნტს იხდის.

alt"მოკეტე!" - ცნობილი ბრიტანელი რეპერი კვარაცხელიას პოსტმა გააბრაზა და ქართველს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 6 /
Modit ra spaletis camde nu aiyvant, geniosi mxolod am wels gaxda? Simartle isaa rom napolis gaumartla xvichas misvlit, rom gamoaklo xvicha igive shedegi eqnebodat. Cnobistvis osimenshi 70 milioni aqvt gadaxdili. Wina sezonebi rom chaagdo yvela dametanxmeba.
Geo
25 მაისი 2023 23:21
4
არ მესმის,თვითონ რა აჩქარებს,რა 2027 წელი,კარზეა მომდგარი?ხელფასი მაინც რომ დაენიშნა ნორმალური,კიდევ ჰო,ბონუსებიანად,4 მილიონს მიაღწევსო.რა ნაღდია,ეს ბონუსები?აგერ,სპალეტის კონტრაქტიდან მაინც გამოიტანოს დასკვნა!
სოსო
25 მაისი 2023 14:34
6
ოსიმენი და კიმის დაკარგვა ძალზედ დაასუსტებს ნაპოლის.მაგათი დონის შემცვლელების პოვნა შეუძლებელია.რა გენიოსია სპალეტი 10-15 მილიონიანი ფეხბურთელებისგან ისეთი გუნდი გააკეთა რომ დღეს თვითეული მათგანის ფასი 5-10 ჯერ გაიზარდა.რა სუსტი აზროვნების უნდა იყო რომ ეს ვერ დაინახო.
ასეა ეს
25 მაისი 2023 14:17
4
Danaxva ki ara akritikeben rac yvelaze cudia(upro chveni tanamemamuleebi)uwuneben taktikas,shecvlebs, shemadgenlobas ar uyureben
L.J .
25 მაისი 2023 15:15
0
ჩემი აზრით თუ გასპირინი მოვა ნაპოლში,უფრო გაიხსნება კვარა,თან წამოიყვანოს საპატა და მაგარ დუეტს შექმნიან ერთად!
Hello
25 მაისი 2023 13:14
6
ნაკლებად სავარაუდოა წუწურაქმა დე ლაურენტისმა საკმარისად გააძლიეროს ნაპოლი!
ნეტავ ასე იყოს, მაგრამ...
ლაშა
25 მაისი 2023 12:34
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული