"ვალენსიამ" მალიორკაში წააგო და გასავარდნ ზონასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში, წვიმიან ამინდში, „ვალენსია“ გასვლაზე „მალიორკასთან“ 0:1 დამარცხდა.

უფრო მოტივირებული სტუმრები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ. ერთადერთი შანსი 30-ე წუთზე მიეცათ, მაგრამ ლოპესმა რაიკოვიჩის კარის აღება ვერ მოახერხა. მასპინძლებმა კი 64-ე წუთზე მურიკის თავურით დაწინაურება შეძლეს და მამარდაშვილი, რომელსაც იქამდე სამუშაო თითქმის არ ჰქონდა, უძლური აღმოჩნდა. „ვალენსიამ“ შეტევებით უპასუხა, კლუივერტის დარტყმული ბურთი რაიკოვიჩმა მოიგერია და "რეალის" ძლევის შემდეგ ბარახას გუნდმა მარცხი განიცადა.

„ვალენსია“ 40 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და პრიმერაზე
ორი შეხვედრა აქვს დარჩენილი: 28 მაისს „ესპანიოლს“ უმასპინძლებს, ხოლო 4 ივნისს „ბეტისს“ ესტუმრება.

პალმა-დე-მალიორკა. „სონ მოიში“. 14 631 მაყურებელი
მალიორკა - ვალენსია 1:0
გოლი: მურიკი (64)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ესპანიოლს უნდა მოუგოს სახლში და დარჩენილები არიან, თავიანთ ხელშია ყველაფერი.
გოგა
23:56 25-05-2023
1
ესპანიოლს მოუგონ სახში და დარჩებიან თუმცა მაინც უაზრო გუნდია წელს….რეალს უგებ და შემდეგ ტურში ვისთან აგებ
კოხორა
00:56 26-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული