Football FanCast: "ქართველი მკვლელისგან" გმირობას პრემიერლიგაშიც ელიან

AutoSharing Option
Football FanCast-მა "მეცის" 22 წლის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქართველის 10 მილიონად შეძენას "მილანი" გეგმავს, მაგრამ პრემიერლიგაში დაბრუნებული "ბარნლი" დანებებას არ აპირებს და იტალიურ გრანდს ტრანსფერისთვის შეებრძოლება.

გამოცემა წერს, რომ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ვენსან კომპანის გუნდს ადგილის შესანარჩუნებლად შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება, ერთ-ერთი სამიზნე მიქაუტაძეა, რომელიც "მეცში" სენსაციურ სეზონს ატარებს, ყოველ მატჩში მის ანგარიშზე საშუალოდ 0.96 გოლია, საფეხბურთო აგენტმა იაცეგ კულიგმა "ქართველი მკვლელი" უწოდა, ასაკის გათვალისწინებით კი შედეგიანობა შთამბეჭდავია.

ხაზგასმულია, რომ ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც
გიორგიმ სეზონში ორნიშნა ციფრიანი გოლებით გამოიჩინა თავი, უფრო ახალგაზრდულ ასაკში ბელგიაში 19-ჯერ გაიტანა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მიმდინარე კამპანია ერთჯერადი არ არის და თუ "ბარნლიში" გადავა და გმირობას იქაც გაიმეორებს, ძალიან დაეხმარება გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გიორგი მიქაუტაძე ნებისმიერ გუნდში და ნებისმიერ ლიგაში გააკეთებს იმას,რასაც აქამდე აკეთებდა,იმიტომ რომ ის დაბადებულია იმისათვის,რომ გაიტანოს,მას თანდაყოლილი ნიჭი აქვს!!!
ზაზა
26 მაისი 2023 22:07
0
ლოჩოშვილზე რა ისმის?რომელიმე იტალიური გუნდი არ არის დაინტერესებული?მინდა რომ სერი-ა ში დარჩეს, მაგრად ვგულშემატკივრობ!!!!!
სოსო
27 მაისი 2023 00:53
2
გიორგი მიქაუტაძე, მომავალი გერდ მიულერია, ყველანაირად.
მალხაზ ჯობავა
26 მაისი 2023 22:30
1
იმედია მილანში გადავა და დარწმუნებული ვარ დაამტკიცებს სიძლიერეს!
ბარნლი და დამფერმლაინი კარგად იყოს!
ლაშა
26 მაისი 2023 23:07
5
ჩემი აზრით გიორგისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი ბარლია,რადგან აშკარაა, რომ ბარლის ნამდვილად უნდა და თავად კომპანისაც უნდა, რომ მის გუნდში იხილოს გიორგი და პირადი კომუნიკაციავ აქვს ფეხბურთელთან ჯერ კიდევ შარშან ზაფხულშივე იყო დაინტერესებული ბარლი ,რომ ეყიდათ მიქაუტაძე მაგრამ თანხაზე ვერ შეთახმდნენ და დღეს უკვე გუნდი პრემიერ ლიგაშია გაუჩნდა გუნდს ფინანსები და ამ ზაფხულს ექნება საშუალება რომ იყიდოს ჩემი აზრით აუცილებლად უნდა წავიდეს ამ გუნდში კიდე დაიწერა მილანზე,მაგრამ მე პიდად არამგონია ამ ეტაპზე მილანი სწორი არჩევანი იყოს, რადგან მილანში თამაშობს საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ჟირუ რომელიც ჯერ არსად წასვლას არ აპირებს გოლებიც გაქვს და ძირითადის ფორვარდია ასევე მეორე ფორვარდია ორიჯი, რომელიც საკმაოდ გამოცდილია ბუნდესლიგა პრემიერ ლიგა და ნაკრებში აქვს ნათამაშები და იქ მე 3 ფორვარდათ წასვლა და სკამზე ჯდომა პროგრესში ხელს ნამდვილად არ შეუწყობს და ბარლიში დარწმუნებული ვარ ძირითადის ფეხბურთელი იქნება და ჯობია ბარლიში იყო ძირითადის ფეხბურთელი ვიდრე გრანდ მილანში იჯდე სკამზე ან გიწევდეს 20-30 წუთი შეცვლაზე თამაში აქედან გამომდინარე ჩემი აზრით ბარლი ჯობია მილანს.თორემ როგორც გუნდი სად მილანი და სად ბარლი რა შედარებაა მაგრამ გიორგისთვის ჩემი აზრით ბარლი ახლა ყველაზე კაი ვარიანტია.
zauri
26 მაისი 2023 22:48
6
ბარნლი ნაღდად კაი ვარიანტია მაგრამ არც მილანში იქნება უშანსოდ. ჟირუ ასაკშია და ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს, მითუმეტეს ლიგაზე გადის მილანი და დატვირთული კალენდარი იქნება. აგერ სულ ახლახან ნაყიდმა შარლ დე კეტელარემ და სალემაკრესმაც ჩაატარეს 30-40 თამაში ამ სეზონში და იქ შანსი გიორგისაც მიეცემა. თუ გამოიყენებს არ გამოვრიცხავ რო გახდეს ძირითადის კაცი. ჟირუს აწი მეტი ზრდის პერსპექტივა არააქ და ეს იციან რო თუ წაუვიდა თამაში ძალიან მაგარი ინვესტიციაა
nedved
26 მაისი 2023 23:32
3
Origis ushveben uechveli,zhiru asakshia,chemi azrit tu realiria winadadeba milanshi unda wavides
L.J .
26 მაისი 2023 22:56
4
პრემიერლიგაში არ მემეტება ჟორჟი. აშკარად იტალია აჯობებს!
ბარნლი მგონია კრემონეზე 2!
ლაშა
26 მაისი 2023 23:09
15
ჩემი აზრით, პრემიერლიგაში, მითუმეტეს აუთსაიდერ გუნდში ძალიან გაუჭირდება.
ექნება უგოლო სერია და ზეწოლა იქნება მაღალი.
გულწრფელად რომ ვთქვა, მილანში მგონია ძირითადს ვერ გაქაჩავს ამ ეტაპზე.
აი, ტორინო მგონია იდეალური ვარიანტი. მასეთ გუნდში შეიძლება ითამაშოს.
Burton
27 მაისი 2023 00:47
23
ძალიან სასიხარულოა მიქაუტაძის პროგრესი. აშკარაა რომ მოუმატა და პროგრესირებს. იმედია ერთ ერთგან მაინც გადავა, ჩემი აზრით ორივე ლიგა სჯობია ლიგა 1-ს და მეცში დარჩენას.
G.LA
27 მაისი 2023 15:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული