რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ბოლონიასთან" მატჩში

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში "ნაპოლიმ" "ბოლონიასთან" ითამაშა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

პოპულარულმა სპორტულმა პლატფორმა Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 6.8 ქულით შეაფასა.

მატჩის საუკეთესო შეფასება ნიკოლას დომინგესმა დაიმსახურა, რომელსაც 8.1 შეფასება მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 21 /
როცა საჭიროა პასებს არ აძლევენ, აძლევენ როცა დაკარგვის მეტი შანსია, კარში მაკლებად ურტყამს და ძალიან გვერდით ხაზისკენაა მიწეული, ბევრი უნდა იმოძრაოს ცენტრისკენ და კონტრშეტევაზე, ზოგადად ნაპოლის თამაშის სტილი შეიცვალა, კონტრშეტევაზე სწრაფი გარღვევა როდის ქონდათ აღარც მახსოვს, სულ სიღრმიდან იწყებენ თამაშს ბურტის კონტროლით და ასეთი თამაშის ყურება არასასაიამოვნოა, დინამიურობა აკლიათ
ანალიზი
29 მაისი 2023 13:44
0
იმედია თავში ავარდნასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ ძალიან ჰგავს. უკვე ჩათვალა, რომ ვარსკვლავია? სერია А-ში მოხვედრა ისევე შეიძლება, როგორც მისი დატოვება. ვნახოთ, განახლდება transfermarkt-ის ფასი და გაუარესებული იქნება უდიდესი ალბათობით. როდის უნდა მიხვდნენ ქართველი ფეხბურთელები, რომ შუა გზაში საქმე არ მიატოვონ? უცნაურია მართლა. ეს ბიჭი ვერ იტყვის, რომ რამეში არ გაუმართლა. 22 წლის ასაკში ამხელა შანსი მიეცა და არ უნდა გამოიყენოს? ასეთი შანსი ცხოვრებაში შეიძლება არც მიეცეს ბევრ ფეხბურთელს. მაგრამ ისევ იგივე წრე. ისევ ქართული სენი. გამონაკლისებიც იყვნენ, ქეცბაია მაგალითად, არაქართული ხასიათით, მაგრამ ქეცბაიას შემთხვევაში არგამართლებაც იყო, მოხვედრილიყო ნიუკასლში 22 წლის ასაკში და ბევრად დიდ სიმაღლეებს მიაღწევდა. ტალანტი ხშირად ისეთებს უფრო აღმოაჩნდებათ ხოლმე, რომლებსაც შრომისმოყვარეობასთან და დისციპლინასთან პრობლემები აქვთ, ან საქმეს შუა გზაში ტოვებენ გასაკეთებელს.
LB
29 მაისი 2023 13:29
5
რამ გამოიწვია კვარაცხელიას რეგრესი:
1) 10 გოლს, რომ გაიტანს და 22 წლის ბიჭს ეტყვი მარადონა გაცოცხლდა შენი სახითო, სიმღერებს და წიგნების წერას დაიწყებ მასზე- აუვარდება თავში გინდ ქართველი იყოს და გინდ გერმანელი:
2) ცოლი მოიყვანა - სვეტსკი გოგო, ახალმოყვანილ ცოლს ანგარიშის გაწევა, რომ უნდა, მოვლა, ენერგიის დახარჯვა, სეირნობა/მაღაზიები/შოპინგები/კაფე-ბარები/სელფები- ამ ყველაფერზე წასული ენერგია და ფსიქოლოგია დააკლდა ვარჯიშს/ჟილკას და მოტივაციას, საბოლოოდ თამაშის ხარისხზე აისახა ყველაფერი;
3)ხელფასი მოემატა, მანქანა იყიდა, შმოტკები, დედა მოეფერა და უთხრა ჩემი ყველაზე ჭკვიანი ბიჭი ხარ მსოფლიოშიო და ...
4) სპალეტიმ მიაბა გვერდით ხაზს, როცა იხსნება და ხელებაწეული გამწარებული პასს ითხოვს - ჟელინსკი/ლოსანო/რუი/ოსიმენი/პოლიტანო/ელმასი/რასპადორი/დი ლორენცო და სიმეონე პასებს შეგნებულად არ აძლევენ; ხოლო კიმმა, ოლივეირამ და ლობოტკამ გრძელი პასები არ იციან. პასებს არ აძლევენ შეგნებულად - არ უნდათ ეს ახალმოსული ბიჭი გახდეს ნაპოლის და იტალიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი!
5)არ გამართლება: მილანთან ლიგის პირველ თამაშში პირველ წუთზე გოლი, რომ გაეტანა, მერე საპასუხო თამაშში ორჯერ სასწაულად, რომ შეძვრა საჯარიმოში ის ორივე გაეტანა და პლუს პენალტიც, ნაპოლი გავიდოდა ნახევარფინალში და უშუალოდ მისი გაყვანილი იქბებოდა! იქნებოდა გმირი! მაგრამ არ გამოვიდა!
6) გადაიღალა ფიზიკურად და ემოციურად: ბათუნში თამაშობდა სისტემატურად, ეგრევე მოხვდა ნაპოლიში სადაც თამაშობდა სისტემატურად კვირაში 2-ჯერ; ჩემპიონი გახდა; კვარადონა ხარო უთხრეს; ცოლი მოიყვანა- რამდენი ემოცია და ფიზიკური ენერგია უნდა ამასაც; ხელფასი მოემატა და ღონისძიებებზე და კლიპებში დაიწყო გამოჩენა, მაისურების გაყიდვების რეკლამა დაიწყო, რამდენი თავის პრობლემებით შეწუხებული მთხოვნელი ეყოლება სისტემატურად საქართველოდან - ხოდა გადაიღალა ფიზიკურადაც და ემოციურადაც!
დასკვნა: ეხლა უნდა მაგას გვერდში დგომა, ოჯახის, გულშემატკივრის, უნდა მოხვდეს დიდ გუნდში სადაც არ აქვთ ეგოისტური მენტალიტეტი (მაგ: რეალში; ბარსაში, თუნდაც მილანში); და ყველაზე მთავარი: თავად გადაწყვიტოს- ყოფნის ის აღიარება რასაც მიაღწია და ის მილიონები რაც აქვს თუ მართლა უნდა ვარსკვლავი გახდეს და თავისი კვალი დატოვოს მსოფლიო ფეხბურთში! იყოს საშუალო დონის ფეხბურთელი თუ დადგეს ზიდანის, ფიგუს, რონალდინიოს, რივალდოს, ლაუდრუპის, დე ბურების დონის ფეხბურთელი! (მარადონას; მესის; რონალდუს დავანებოთ თავი)
დათი
29 მაისი 2023 11:18
0
Gushin pirvelad ar vukure napolis tamashs am sezonshi,ragac uinteresos midis magati bolo tamashebi da kvarac maset xasiatze,ar tamashobs jilkit da gasagebia, rom erti suli aqvs rodis morcheba chempionati,win qorwili elodeba bednierebas vusurveb,mere nakrebi da imedia tavis tamashs itamashebs mag tamashebshi...mere 21 is chempionatia...cotas daisvenebs da isev dzlierad atamashdeba darwmunebulivar...ase rom panikas nu qmnit titqos cudi ragac xdeba ra...
Givi
29 მაისი 2023 10:59
0
თქვენც რომ არ აითქვიფოდ ნახირში, თქვენი შეფასებებით, ვერა? იქნებ საჭიროა ესეთი თამაში ამ ეტაპზე? ცოტა მეტი ფიქრი შეგიძლიათ? თუ არა, თქვენც ითქვიფებით.
წარმატებები კვარაცხელიას!
გიორგი
29 მაისი 2023 01:32
4
გუნდი უმოვოტაციო კვარაც გადაგლილი...კარგით რა ალხნო...სერია ა მოიგეს...მორჩა ამათვის სეზონი...დაისვენებს ამ ზაფხულს და ისევ ის კვარა დაგიბრუნდებათ...

nono
29 მაისი 2023 00:38
2
და სხვა მიზეზები რომ მოვძებნოთ არა?..ლიგაზე მილანთან ორივე თამაშზე ცუდი იყო?..მეტი ჩემპიონები ისედაც იყვნენ და მოტივაციის ნაკლებობაც ჰქონდა!..და ბოლოსდაბოლოს ასედაც რომ იყოს ნუ დასჩხავით ყვავებივით რეგრესი, რეგრესიო!..
მალხაზი
28 მაისი 2023 23:29
3
ძააან მიჭირს აღიარება, მაგრამ უკვე ეტყობა, რომ ვერ თამაშობს. თითქოს ნაპოლის ნახირში აითქვიფა.
გენო
28 მაისი 2023 22:58
19
მე რო ვწერდი ჯერ კიდევ ორი თვის წინ რო ვეღარ თამაშობს ისე როგორც თამაშობდა, დრიბლინგებს მოუკლო, ის ჟილკა აღარ აქვს და პასიურიათქო გამოვარდა სექტანტი კამანდა შენ ფეხბურთის რა გაგეგებაო, დატკბით ახლა.თუ სხვაობას ვერ ამჩნევთ როგორი იყო ლივერპულთან და ეხლა რას თამაშობს, მაშ მაგრად გცოდნიათ ფეხბურთი.
ზურა
28 მაისი 2023 22:19
4
ძმა კაცმა ჩაატარა უმძიმესი სეზონი, კვირაში 2 ჯერ უწევდა თამაში ხანდახან, არ აქვს უფლება გადაღლილი იყოს? ან არ აქვს უფლება არ მოიკლას თავი არაფრის მომცემ შეხვედრაში??
Gambler
29 მაისი 2023 02:40
1
ვიცი, რომ დისლაიკებით ამავსებთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ახლა კვარას აჩრდილია ნეაპოლში. ორი თვეა, გოლი და ასისტი კი არა, მეტოქე რომ ვერ მოუტყუებია. კვარას წინააღმდეგ თამაში ყველამ ისწავლაო, რომ წერენ, სხვა ვარსკვლავებს გადახედეთ, მათი თამაშის სტილი ვერ ამოიცნო ვერავინ ?! მაგრამ ქართული სენია- კარგი ხელფასი, საუკეთესო მანქანა, ბრენდული ტანსაცმელი და მორჩა, იყინება ქართველი ფეხბურთელი.მახსოვს, მისი კლასის დამრიგებელი წერდა, კვარას შეყვარებული "სვეტსკი" გოგოაო და უკვე დაეტყო კვარასაც."მორცხვი" ბიჭი სცენაზეც ავარდება და კიდევ ბევრ გააკეთებს პიარისთვის. რეგრესი სახეზეა. კვარაზე წიგნების წერას ჯობია, ქინქლაძის ავტობიოგრაფია წააკითხოთ, დააზეპირებინოთ ! ვინც მიპასუხებთ, გეტყვით, რომ თქვენზე არანაკლებ ვგულშემატკივრობ კვარას და ნებისმიერ ქართველს, რომელიც საზღვრებს გარეთ საქართველოს სახელს გაიტანს !!!
მწყინს, მართლა მწყინს
28 მაისი 2023 21:28
23
დისლაიქებით აგავსებენ აბა რა იქნება, სექტაა ჩვეულებრივი, თან ძალიან დარწმუნებული არიან რო ფეხბურთი ესმით.
ზურა
28 მაისი 2023 22:22
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული