"ნაპოლის" სავარაუდო მწვრთნელის გაცნობა - გენიალური "ბარსა", თასი თბილისში, გოლი ხვიჩასგან და ტრაგედია...

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტის შემცვლელად გასპერინი, კონტე და ბენიტესი თუ სახელდებოდნენ, დღევანდელი მონაცემებით, ამასთან ყველაზე ახლოს ლუის ენრიკეა. გადაწყვეტილება საბოლოო არაა, თუმცა ჩვენ მაინც გვსურს, ესპანელი სპეციალისტი ახლოს გაგაცნოთ, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი დამრიგებლის მიმართ საქართველოში ხომ დიდი ინტერესია.

Sportall.Ge

ლუის ენრიკე 53 წლის ახლახან გახდა. ის მშვენიერი ფეხბურთელი იყო და მათ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც მოსისხლე მტერ "რეალიდან" პირდაპირ "ბარსელონაში" (ან პირიქით) გადავიდა. ლუჩოს, როგორც მას ეძახიან, პირველი გუნდი "ხიხონი" იყო. ის ამ ქალაქში დაიბადა კიდეც.

ლუის ენრიკეს სამწვრთნელო კარიერის
სტარტიც და ყველაზე დიდი წარმატებაც "ბარსელონას" უკავშირდება. ის "ბლაუგრანას" მეორე გუნდში იწყებდა, რასაც "რომასა" და "სელტაში" მუშაობა მოჰყვა. პეპ გვარდიოლას დიდების ზენიტის შემდეგ, კატალონიურ გრანდში საშინელი პერიოდი იდგა და კაცს, რომელსაც შეტევის სიყვარულის გარდა, განსაკუთრებულ მწვრთნელობას მაინც ვერ დასწამებდი, "ბარსა" ანდეს.

Sportall.Ge

ენრიკეს "ბარსას" გენიალური სამეული

ენრიკემ შთამბეჭდავი "ბარსელონა" შექმნა. თუკი გვარდიოლას გუნდი ტიკი-ტაკას ეფუძნებოდა, ახლა ისინი მინდვრის შუაში ბურთს უფრო ნაკლებად ათამაშებდნენ და მისით სამი სუპერშემტევის სწრაფად მომარაგებას ცდილობდნენ. მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიო ძალიან ლამაზ სანახაობას გვთავაზობდა და ყველაფერი ეს შედეგებით მყარდებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებელი გამარჯვება და განცდა, რომ ამ უძვეველ გუნდს ვერავინ აჯობებდა. ყველაფერი ასე არ განვითარდა, რასაც ნეიმარის წასვლა და "ბარსელონას" ისევ კრიზისში გადაშვება მოჰყვა. ლუის ენრიკემ ევროპის სუპერთასი თბილისში, "დინამო არენაზე" აღმართა.

Sportall.Ge

ლუის ენრიკე "დინამო არენაზე"

53 წლის სპეციალისტს მალე ესპანეთის ნაკრები ჩააბარეს, რომელსაც ასევე დიდების შემდეგ, ჩავარდნა ჰქონდა. ლუისის თავს საშინელება დატრიალდა, მის 9 წლის ქალიშვილ ხანას სიმსივნე დაუდგინდა და "ფურია როხა" 7 მატჩის შემდეგ დატოვა. "ხანია, შენ იქნები ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს ოჯახს გზას გაუნათებს" - დაწერა ენრიკემ მას შემდეგ, რაც სიმსივნესთან 5-თვიანი ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა...

"ნაპოლის" მომავალმა სავარაუდო თავკაცმა ძალები მოიკრიბა და ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა. მათ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწიეს, რასაც მუნდიალი მოჰყვა. გასაკვირი ის იყო, რომ ლუჩოს 4-3-3 უფრო სწორხაზოვანი გახდა, "ფურია როხა" ჯიუტად ცდილობდა ეთამაშა ის, რისი განხორციელება ხავი-ინიესტას გარეშე იოლად გასაშიფრი იყო და თუკი წინა მუნდიალზე იეროს გუნდი რუსებმა შეაჩერეს, კატარში ესპანელთა გზა მაროკოს ნაკრებმა გადაჭრა.

Sportall.Ge

კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების კარის აღებისას

ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობები ენრიკემ პირადად მაშინ ნახა, როცა "კვარას" გოლით თბილისში ესპანეთის ნაკრებს ვამარცხებდით, თუმცა საბოლოოდ (1:2) წავაგეთ. ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, ლუჩოს "ნაპოლი" გარემარბებზე მეტად აქცენტირებული იქნება, როგორც ეს "ბარსაში" იყო და ქართველი ფეხურთელის სახით მას ამის ფუფუნება გააჩნია, თუ აქცენტს შუა ხაზში ბურთის კონტროლზე გააკეთებს. დიდი შანსია, ხვიჩას ბურთით სწრაფად მომარაგებაზე დიდი ძალისხმევა ჩაიდოს, კარგად ჩანს, ასეთ დროს ჩვენებური როგორი სახიფათოა და არა მაშინ, როცა რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში ბურთს კარიდან ზურგით მყოფს ერთგვარად მოვალეობის მოხდის მიზნით აწვდიან.

კვარაცხელიას თამაშს თუ ახალი ელემენტები სჭირდება, ლუის ენრიკე ამისთვის იქნებ იდეალური ვარიანტია, ოღონდ არა ისეთი, მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე რომ ვიხილეთ!..

altCorriere dello sport: ლუის ენრიკემ "ნაპოლიში" კვარაცხელიას და ოსიმენის დატოვების გარანტიები მოითხოვა

altკვარაცხელიას მწვრთნელი ლუის ენრიკე ხდება - "ნაპოლის" მფლობელი ესპანელის მოთხოვნას დათანხმდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
სტატიის მინუსებში კარგად ჩანს, რამდენს არ გიყვართ ბარსელონა და ესპანეთის ნაკრები. კომენტარით მაინც გამოხატეთ, რას არ ეთანხმებით, თანაც, სტატიაში ახსნილია რომ ლუის ენრიკე ახლა კაი ფორმაში არაა და იქნებ ხვიჩასგან ახალ ნეიმარს ქმნის, სულ მწვრთნელების დაწუნებაში რატმ ვართ?
რევაზი გერმანიის ფანი
12:13 31-05-2023
24
ჯერ დაინიშნოს და პროგნოზები მერე. რა გვიყვარს ქართველებს მოუკლავი დათვის ტყავის განაწილება
ზურა
18:43 30-05-2023
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული