ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

ფიფას მე-17 პუნქტი - "კვარას" "ნაპოლიდან" თავის დაღწევის საშუალება

ფიფას მე-17 პუნქტი - "კვარას" "ნაპოლიდან" თავის დაღწევის საშუალება

<p>SKY-ს საფეხბურთო მიმომხილველმა ფრანჩესკო მოდუნომ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ქართველის მიერ გუნდის ფიფას რეგლამენტის მე-17 პუნქტით დატოვებას არ გამორიცხავს:</p><p>„მეკარე ალექს მერეტის შემთხვევაში მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. ეს ახლახან გამართულ შეხვედრაზე დადასტურდა და შესაძლებელია ახალი, 1+1 სისტემის ხელშეკრულება გაფორმდეს. რაც შეეხება კვარაცხელიას, თითქოს 80 მილიონ ევროდ გამოსყიდვის თაობაზე მორიგდნენ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. გვინდა ფეხბურთელი აღმოჩნდეს სიტუაციაში, რომლის შედეგად მაქსიმალურდ მშვიდად იგრძნობს თავს. ეს არ ნიშნავს, რომ ის აქ ჩამოსვლიდან მესამე წელს აუცილებლად დარჩება, თუმცა თავის დაზღვევაა აუცილებელი. თეორიულად ხვიჩამ ასაბარგებლად შეუძლია ფიფას რეგლამენტის მე-17 პუნქტი გამოიყენოს. ასეა, ყველა თავის პოზიციას იცავს“.</p><p>აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Areanapoli წერს: „ფიფას რეგლამენტის მე-17 პუნქტით 28 წლის ასაკამდე ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმებიდან მესამე წელს აქვს გუნდის გამოცვლის ან პირობების გადახედვის მოთხოვნის უფლება. ამისათვის მან ბოლო ჩატარებული მატჩის შემდგომ არაუგვიანეს 15 დღის ვადაში საქმის კურსში უნდა ჩააყენოს კლუბი და სხვა ლიგაში გადასასვლელად შესაბამისი საკომპენსაციო თანხა გადაიხადოს. ამის სურვილის შემთხვევაში „კვარას“ მე-17 პუნქტის რეალიზაციის საშუალება 2025 წელს აქვს“.</p><p>აღსანიშნავია, რომ ფიფას მე-17 პუნქტს ძალიან წინააღმდეგობრივი ნიუანსები გააჩნია და ადვილად განსახორციელებელი სულაც არ არის, მაგრამ კლუბთან მიმართებაში ფეხბურთელს სამოქმედო არეალს უტოვებს.</p><p><p><p><br></p>

  • სვანსკი

    ეგრე გამოდის,მაგრამ უკრაინელს რას ეტყვიან?აი ქართველი იყოს დაგიბარებდნენ სტრასბურგში

  • დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს!

    ხვიჩასგან უკვე მეტ სისწრაფეს ითხოვენ და ამ კომპონენტშიც შეუძლია მომატება არდადეგების პერიოდში თუ იტალიაში მძლეოსნობის კარგ ინდივიდუალურ მწვრთნელს იპოვნის.

  • იასონას უდარი

    წაკითხულის გააზრების პრობლემა არის ქვეყანაში,ახლაც დამტკიცდა ეს ამბავი. შარშანდელი სეზონი გუნდმა ჩააგდო და კვარაც ამ გუნდის ნაწილია. და კიდევ,მონა რანაირად არის? არაფერი არ იცით არც ფეხბურთში და არც ბიზნესში. თუ მთავარი ვარსკვლავი კვარა არის გუნდში,რატომ უნდა გავაფუჭო მისი საქმე,გიჟი არის ლაურენტისი? გაფუჭებულ ფეხბურთელს ვერც გაყიდი სარფიანად და ვერც გუნდს გამოადგება. ათასი გამოცემა ჭორებს წერს და თქვენ ყველაფრის გჯერათ,სიმართლე არც მე და არც თქვენ არ იცით,ამიტომ მტკიცებით საუბარი უადგილოა. იტალია და ინგლისი სხვადასხვა მენტალიტეტის ქვეყნებია,იტალიაში ემოციებით მოქმედებენ და ხშირად ზიანდებიან,ხოლო ინგლისში ცივი გონებით აკეთებენ საქმეს,თან ლივერპულს ამერიკელები ყავს მფლობელად. გაიხსენეთ,ქართველებს არ გაგონებენ იტალიელები? ემოციურად უდგებიან ყველაფერს და ამიტომაც ღაფავს სულს იტალიური ფეხბურთი. ნუ რაც არ უნდა იყოს,საგანგაშო სიტუაცია არ არის,კვარა არის ძირითადის კაცი და თუ უფრო მეტს იმუშავებს თავის თავზე,მერე უფრო გაუადვილდება.ფეხბურთელებმა ფეხბურთი უნდა ითამაშონს,კონტრაქტს მენეჯერები აგვარებენ და ფულს რაში იღებს მისი აგენტი? რაც შეეხება იმას რო ხელფასიც მნიშვნელოვანია,კი ეგრეა ნამდვილად,მაგრამ სულ ხელფასზე მოსთქვამდეს ადამიანი არც ეგ არის სწორი. უხელფასოდ ითამაშოს კომუნისტი კი არ არის,თუმცა არც ყოველდღიური საუბარი არის ამაზე საჭირო. ითამაშოს და არავინ დაჩაგრავს.იმიტო კი არა რო ლაურენტისს ეხალისება მილიონების გადახდა,სხვამ არ წაიყვანოს იაფად შიშით გადაუხდის. არ გაქვთ თორე არც თქვენ გაგიხარდებათ მილიონების გადახდა,უბრალოდ საჭირო არის ხოლმე ამის გაკეთება და აკეთებენ. მილიონერს რო ფულის ხარჯვა სიხარულს ანიჭებდეს,მილიონერი არ იქნებოდა,თქვენსავით ტროლობით იშოვიდა ორ თეთრს და ოჯახს ასე გამოკვებავდა.

  • ამაშია საქმე

    ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ.ყველაფერი თვითონ ხვიჩამ უნდა გადაწყვიტოს.ბეჯთად თუ ივარჯიშებს ისე როგორც მაგალითად რონალდუ და მესი ირჯებიან სუპერ ვარსკვლავი გახდება.არ დაგვიწყებია შარშანწინ გაიბრწყინა.შარშან ისეთი ვერ იყო.ახლა აშკარად ეტყობა მომატებული აქვს.ამ სეზონს თუ მაღალ დონეზე ჩაატარებს ინგლისის ტოპ კლუბი განაღდებული აქვს.

  • გიო

    კვარამ უნდა უშველოს თავის ფსიქოლოგიას და გაითავისოს რომ ყველა ვარჯიშზე ყველაფერი იწყება ნოლიდან

  • L.J .

    Admin Mudrikis dopingze daweret rame,oktombershi chaagdoo da neta ra xdeba aset shemtxvevashi???gamodis dopingianis golot mogviges is tamashi polonetshi...

  • მირო

    პარლამენტსა და პოლიტიკაზე ისაუბრეთ სხვა საიტებზე.აქ ვართ ფეხბურთის ფანები,არ გვაინტერესებს თქვენი აზრები პოლიტიკაზე.ხვიჩას მთელი საქართველო გულშემატკივრობს და შესტკივა გული.იმდენად გამოაღვიძა მან ქვეყანა,რომ 88 წლის დედაჩემმაც კი,რომელსაც ცხოვრებაში არ უყურებია ფეხბურთისთვის,ფეხბურთის ყურება დაიწყო.მარტო ფეხბურთის კი არა ზოგადად ცხოვრების ხალისი ჩაუნერგა ბიჭმა ხალხს.ღმერთმა გაუმართლოს ყველაფერში.ნუ გადაგყავთ ეს პოლიტიკაზე მსჯელობაში.

  • rigiti

    შარშანდელი სეზონი ხვიჩას არ ჩაუგდია, წუწურაქმა ლავრენტამ ჩააგდო!!! ნება რომ ჰქონდეს საერთოდ არ გადაუხდის ხელფასს. ფულზეც უნდა ითამაშოს და სახელზეც(ტიტულებზე) აბა რისთვის იკლავენ თავებს ეს ფეხბურთელები????? მხოლოდ სიამოვნებისთვის ეზოში აგორავებენ ბურთს!

  • ბრაზი

    ხვიჩა,ძმაო,გთხოვ,სანამ იქ ხარ კიდევ უფრო მოუმატე თამაშს და ჩააჩუმე იქაური უმადურები.აქაურებიც,რასაკვირველია. გაიხარე და ჩვენც გაგვახარე!

  • ??

    კვარას ეშველება.ჩვენ რა გვეშველება ჩვენ?ისე პარლამენტში სულ სპორტსმენები,მომღერლები და მოცეკვავეები უნდა იყვნენ.გადაწყვეტით იქ მაინც ვერავინ ვერაფერს წყვეტს.აი სპორტსმენები კი ოპოზიციას დაბეგვავენ,ამ დროს მოცეკვავეები და მომღერლები ტაშ-ფანდურს ატეხავენ და ქვეყანაც აშენდება.

  • zura222

    სალაჰის და კვარას სიტუაცია სულ სხვადასხვაა ბევრ რამეში და მარტო ერთს ვიტყვი-სალაჰმაც ჩააგდო თამაშები აშკარად და იქ არავის არ მოუვიდა აზრად მისი კრიტიკა და ბულინგი და არც თავიანთ მონად თვლიან (როგორც კვარას თვლიან ნაპოლიში) პირიქით ძალიან აფასებენ იმიტომ რომ გუნდის ვარსკვლავია ხალხი მის საყურებლად დადის სტადიონზე მოკლედ დაუნახავები არ არიან ნეაპოლელებივით და არც ზემოდან უყურებენ როგორც არაევროპელ ველურს !

  • იასონას უდარი

    როცა ფეხბურთელს ფიფას რეგულაციები სჭირდება გუნდის დასატოვებლად ან ახალი კონტრაქტისთვის,ვერ უნდა იყოს კარგი ამბავი. ხვიჩას კარგი სიტუაცია არ აქვს,ეს მოედანზეც ჩანს და არ ვურჩევდი ამ პუნქტის გამოყენებას,რადგან ასე სახელს დაიზიანებს და ნეიმარის გზას დადგება. რაღაცის უფლება რო გაქვს არ ნიშნავს მის გამოყენებას,რათა მისი აყვანა სხვა მოუნდეს,არავის სურს ჭირვეული ფეხბურთელი გუნდში. ჩვენ ჩვენი გადასახედიდან ვუყურებთ და ხვიჩა ცამდე მართალი გვგონია,მარა არც ეგრე არ იქნება საქმე,აბსოლიტურად მართალი ვერ იქნება ამ სიტუაციაში. შარშანდელი სეზონი არ ქონდა კარგი,წელსაც ვერ არის ისეთი ქე რო უნდა იყოს და ამის მიუხედავად ითხოვს ხელფასის მომატებას,მხოლოდ ძველი დროის ხათრით არავინ მოგიმატებს ხელფასს. შეეშვას ამ კონტრაქტზე საუბარს და ითამაშოს ფეხბურთი,ხელფასზე მეტად იმაზე იფიქროს თუ როგორ უნდა განვითარდეს და ის ხელფასი მოვა თავისთვის. აგერ სალაჰის სიტუაცია ავიღოთ,რამდენი ხანი აწუწუნეს ხელფასის მომატებაზე,თუმცა სალაჰი მოედანზე ამტიცებდა თავის დონეს.ახლაც ეგრეა,კონტრაქტის გაგრძელბა უნდა,განცხადებაც გააკეთა საჯაროდ,თუმცა მანამდე მოედანზე დადო დონე და უკვე შესთავაზა ლივერპულმა კონტრაქტი. კლუბის მენეჯერებს(თუ ფიფია არ არის) არ სჭირდებათ იმის შეხსენება რა ან როგორ უნდა ქნას,ფეხბურთელმა ითამაშოს და მას მიაგებენ საკადრის პატივს.რაც კლუბისთვის მომგებიანი იქნება იმას გააკეთებენ მაინც და ფეხბურთელმა არ უნდა დაკარგოს სახე,ხელფასზე არ უნდა იწუწუნოს. როცა ხვიჩას ხელფასი მოგეჩვენებად არადამაკმაყოფლილებლად,უნდა გაიხსენოთ ლივერპულში მოთამაშე ლუის დიაზი,ვისაც 55000 აქვს ხელფასი და მისგან გაგიგიათ წუწუნი? მასზე დაბალი მხოლოდ ჯონსს აქვს 15000 კვირაში. ინგლისისთვის ეს არის ძალიან დაბალი ხელფასი,მარა ან ერთი ან მეორეს ხმა გაგიგიათ ხელფასზე? კაი,ჯონსი ადგილობრივია და ხმას არ ამოიღებს,მარა დიაზი რატომ არ იზავს ამას? მით უფრო რო კიეზას(20 წუთი ითამაშა მარტო) 140000 აქვს კვირაში.

  • zura222

    ზუსტად მაგ მე-17 პუნქტზე ვლაპარაკობდი ამდენი ხანი და ვამბობდი კვარას ფეხებსაც ვერ მოსჭამენ მეთქი და გამოხტებოდნენ აქ "მცოდნეები" და რა იცი შენ ფიფას წესებიო შენ იცი და ჯუღელმა არაო ? შეიძლება ჯუღელმა არც იცოდა 3-4 თვის წინ და რომ გაიგო იმის მერე დაუდგა მაგრა ! ნაპოლის შეფებსაც ეგონათ რომარ იცოდა ეგ ჯუღელმა და იმიტომ იყვნენ დიდ გულზე და კვარას კონტრაქტი აქვს და იმკონტრაქტის ერთგული უნდა იყოსო როცა ჩვენ მოვინდომებთ მაშინ გავყიდითო ! არაა ბატონო ევროპელებო ეგრე რომ გგონიათ აღმოსავლეთელები ველურები ვართ და არაფერი არ ვიცით ! იმ მე-17 პუნქტის თანახმად ფეხბურთელი(სპორტსმენი) რომ ჩაამთავრებს კონტრაქტის ორ მესამედს უფლება აქვს მოითხოვოს კონტრაქტის გადახედვა--ხელფასი სახოვრებელი პირობები მოითხოვოს უკეთესი შეუძლია მოითხოვოს გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასის ტოლი(მეტი არა) და თუ არ დაუკმაყოფილებენ შეუძლია მოითხოვოს ტრანსფერზე დაყენება იმ ფასად რაც ტრანსფერმარკეტზეა შეფასებული და აქ უკვე გუნდს არ ექნება უფლება რომ დააბრკოლოს! აი ამიტომ შეჯდა თავიდან ვირზე ის ბებერი ფულისტი ლაურა და ფეხს არ უცვლიდა 100 მილიონს და კვარას მხარე მაგრა რომ დაუდგა მერე მიხვდნენ რაშიც იყო საქმე--ალბათ წაიკითხეს ის პუნქტიო და იკადრეს გამოსასყიდის 80 მილიონის ჩაწერა იმიტომრომ იციან რომ არ ჩაწერენ მაგ პუნქტს და წელიწადნახევარში საერთოდ უფასოდ წავიდოდა კვარა და იმ 80 მილიონსაც დაკარგავდა ! ისე სადაც სამართალია ამ ახალ კონტრაქტზეც არ უნდა მოაწეროს ხელი იმიტომ რომკვარამ სრულად გადაიხადა Yავისი თამაშით სკუდეტოს მოგებაში უდიდესი წილით და მისი სახელით რეკლამებით 10 კი არა მინიმუმ 100 მილიონის მოგება მოუტანა იმ წუწურაქს და ფეხებსაც ვერ მოსჭამენ მაქსიმუმ რასაც უზამენ იჯარით გაუშვებენ სხვა გუნდში|(სკამზე ვერ დასვამენ იმიტომ რომ პასუხს მოსთხოვენ ფანები რატომ გიზით საუკეთესო მოთამაშე სკამზეო) და იმ სხვა გუნდში როგორმე გაძლებს კატორღა ხომ არ იქნება ბოლო ბოლო 1 და 2027 ს ზაფხულში თავისუფალი აგენტი რომ გახდება ბობოლა გუნდი რომ წაიყვანს იმხელა ხელფასს დაუნიშნავს 15 მილიონის ფარგლებში და ათმაგად აინაზღაურებს იმ ფულს რასაც დაკარგავს ამ წელიწადნახევარში თუ იმ 6 მილიონ ხელფასზე უარს იტყვის იმიტომ რომ უფასოდ წაიყვანენ და იმ დაზოგოლ 80 მილიონს გადაუნაწილებენ 5 წელზე ! და დარწმუნებული ვარ ასეთ პირობებზე ყველაზე დიდი ბობოლა გუნდები ჩაუდგებიან რიგში და ტაციაობას დაიწყებენ და კვარა წყნარად დაელოდება ვინ შესთავაზებს უკეთეს პირობებს და ცოლს და სიდედრს სად უფრო მოეწონებათ ცხოვრება D ცოლზე და სიდედრზე იმიტომ ვთქვი რომ უკვე ყველამ იცის რაც მოხდა და რატომ გააკეთა კვარამ ის განცხადება "მშვიდობიან" მიტინგზე და "უდანაშაულო ბავშვებზე" და მეტს აღარაფერს არ ვიტყვი აქ

ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს

ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა

"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა

კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს

"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა

პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს

კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება

[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები

სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს

ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა

"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა

მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს

სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა

interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა

"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?

U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს

პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა

გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?

"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან

"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი

[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება

საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?

Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს

კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს

[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები

ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას

შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება

"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა

ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება

პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი

"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა