"წინსვლა განაგრძე, ძმაო!" - კვარაცხელიამ მუდრიკს მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ჩელსის" შემტევ მიხაილო მუდრიკს მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც იცით, უკრაინელი ლონდონურ გრანდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაბარგდა. როგორც მას, ასევე მთლიანად "არისტოკრატებს", ძალიან მძიმე სეზონი გამოუვიდათ, რის მერეც მუდრიკმა Instagram-ზე დაწერა:

"ძვირფასო ღმერთო, თუ დღეს დავკარგე იმედი, უბრალოდ შემახსენე, რომ შენი გეგმები ჩემს ოცნებებზე უკეთესია. მადლობა ამ სეზონში "ლურჯების" გულშემატკივრობისთვის", - დაწერა მუდრიკმა.

"წინსვლა განაგრძე, ძმაო!", - უპასუხა მას ხვიჩამ კომენტარებში.
მკითხველის კომენტარები / 28 /
აქ ბევრმა არ იცის რატომ ამხნევებს მუდრიკს,ეს უკავშირდება მუდრიკის სამარცხვინო საქციელს რომელიც ყველამ დაგმო,სადაც სპორტდარბაზში ჭარბწონიან ადამიანს სურათი გადაუღო, ის კი არც ისე სასურათედ გამოიყურებოდა ,მერე ეს სურათი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ,გამოდის უბრალოდ დასცინა ადამიანს,მასეთ სირს როგორ უნდა გამოუცხადო მხარდაჭერა.
Devkalion
31 მაისი 2023 10:30
3
ეს რა ქარაქუცა მატრაკვეცა ყოფილა, რა ფამილარიზმია, საერთოდ იცნობს? რას ეკვეხები, ვინ გეკითხება?! მიხედე ფეხბურთს! ეგრე გააგრძელე კვარა და უდინეზეში გარანტირებულად გაქაჩავ. ქართველები ვართ ნიჭიერები, მაგრამ როდესაც საქმე პროფესიონალიზმს ეხება იქ ვიჭედებით. კვარაცხელიას ამ ბოლო დროინდელი აქტივობები - სამოყვარულო ფეხბურთელის თვისებებს ამჟღავნებს და არა პროფესიონალი "მკვლელის"!
ირაკლი
30 მაისი 2023 23:48
37
და შენ რო მატრაკვეცობ და ეკვეხები ჯიგარო, იცნობ კვარაცხელიას ? ვინ გეკითხება შენ კვარა ვის რას დაუწერს ?
მიაწექი შენ საქმეს და კვარა თავის თავს კი მიხედავს !
nk
31 მაისი 2023 10:11
1
ისევ ამ ბოღმიანებისთვის, 21 წლის ქართველი ფეხბურთელის დებიუტი სერია ა-ში, სეზონში სამჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი, მათ შორის თებერვალში და მარტში ზედიზედ ორჯერ, ეს იმ ჩემპიონატიდან რომელსაც 4 გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყავდა და თანაც რა დონის ფეხბურთელებთან უწევდა კონკურენცია. ვისაც ფეხბურთი ცოტათი მაინც ესმის და უყვარს ამით ყველაფერს გაიგებს.
alex
30 მაისი 2023 23:12
2
ნახეთ, ხვიჩა რა "მუდრეცი" გამოდგა, მუდრიკას როგორ ამხნევებს?
ვაა , აღარ ხუმრობს აი ბიჭი?
30 მაისი 2023 23:05
15
არადა მუდრიკის უკრაინელი ფანები ხაჭაპურს ეძახდნენ კვარას და დასცინოდნენ!!!
!!!
30 მაისი 2023 22:25
10
ხვიჩა ამ ბოლო დროს უფრო შოუმენად იქცა და მისი თამაშის დონემ საგრძნობლად დაიკლო. ასე თუ განაგრძო მომავალ სეზონში ნაპოლიდან არენდით გაასხვისებენ, ლუის ენრიკე გაცილებით მაღალი დონის მწვრთნელია , ვიდრე სპალეტი
გია
30 მაისი 2023 19:48
31
დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია ამბობს: არ შეუქმნა ხალხს დიდი წარმოდგენა შენზე თუ არა მერე ციდან ვარსკვლავები უნდა მოწყვიტო, რომ მოეწონოვო. ასე დაემართა ამ ბიჭსაც, შექმნეს გაზვიადებული წარმოდგენა, იყიდეს 100 მილიონად და ჩელსის გულშემატკივრებმაც დაიჯერეს მესი და ნეიმარი ერთ კაცშია გაერთიანებულიო. ასე, რომ არ აღმოჩნდა აღარ მოსწონთ.
ჟორა გაბრიჭიძე
30 მაისი 2023 18:02
3
ოოფფფ!!თვითონ ხომ დაღუნა შტანგები ბოლო თვეებში, ჯერ საკუთარ თავს უსურვე წინსვლა თორემ....კუმ ფეხი გამოყოო გამოდის...ბიჭს 5 წლიანი კონტრაქტი აქვს ჩელსი-ში 8 მილიონიანი ხელფასით და .......
Jora-giorgi
30 მაისი 2023 17:34
42
კუმ ფეხი გამოყო არის ზუსტად შენი კომენტარი. დივანზე წამოწოლილი, წარუმატებელი კლავიატურის ლომის, რომელიც კვარას ფენომენალურ შედეგს ვერ ხედავს, ელოდა რამდენიმე უგოლო თამაშს რომ ეს უბადრუკი კომენტარი დაეწერა.
არაუშავს შენც მიაღწევ ცხოვრებაში რაღაცას და მერე სხვისი წარმატებით აღარ გამწარდები ასე.
შენნაირები წერდნენ ნაპოლში სკამის სახედად მიჰყავთო და რომ იფრინა ყველა თამაშზე კი მოგედოთ ხავსი მარა ახლა რამდენიმე უგოლო თამაშის მერე ისევ წამოყავით ცარიელი თავები.
კიდე რამდენი ხანი მოგიწევთ სოროში ვინიცის.
აბა წარმატებები!!
!!
30 მაისი 2023 19:20
5
კვარას გარდა რამდენმა დაუკომენტარა ზოგი მცხობელია ანდა მეეზოვე, გვერდში რო დაუდგეს აუცილებლად მესი უნდა იყოს ?
Who are you
30 მაისი 2023 18:48
0
მუდრიკი კარგი ბიჭია. რაც მისი თამაშები ვნახე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. უბრალოდ საფეხბურთო ფორტუნა ღალატობს.მომოვალ წელს გაუმართლებს. ყოჩაღ ხვიჩა
დავით 67
30 მაისი 2023 17:08
0
კვარა-პიცა, კვარას შაურმა, კვარა-კოლა, უბრალოდ ტეხავს ასეთი დაბალი დონე მართლა
Georgian
30 მაისი 2023 16:07
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული