"წინსვლა განაგრძე, ძმაო!" - კვარაცხელიამ მუდრიკს მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ჩელსის" შემტევ მიხაილო მუდრიკს მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც იცით, უკრაინელი ლონდონურ გრანდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაბარგდა. როგორც მას, ასევე მთლიანად "არისტოკრატებს", ძალიან მძიმე სეზონი გამოუვიდათ, რის მერეც მუდრიკმა Instagram-ზე დაწერა:

"ძვირფასო ღმერთო, თუ დღეს დავკარგე იმედი, უბრალოდ შემახსენე, რომ შენი გეგმები ჩემს ოცნებებზე უკეთესია. მადლობა ამ სეზონში "ლურჯების" გულშემატკივრობისთვის", - დაწერა მუდრიკმა.

"წინსვლა განაგრძე, ძმაო!", - უპასუხა მას ხვიჩამ კომენტარებში.
მკითხველის კომენტარები / 28 /
აქ ბევრმა არ იცის რატომ ამხნევებს მუდრიკს,ეს უკავშირდება მუდრიკის სამარცხვინო საქციელს რომელიც ყველამ დაგმო,სადაც სპორტდარბაზში ჭარბწონიან ადამიანს სურათი გადაუღო, ის კი არც ისე სასურათედ გამოიყურებოდა ,მერე ეს სურათი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ,გამოდის უბრალოდ დასცინა ადამიანს,მასეთ სირს როგორ უნდა გამოუცხადო მხარდაჭერა.
Devkalion
10:30 31-05-2023
3
ეს რა ქარაქუცა მატრაკვეცა ყოფილა, რა ფამილარიზმია, საერთოდ იცნობს? რას ეკვეხები, ვინ გეკითხება?! მიხედე ფეხბურთს! ეგრე გააგრძელე კვარა და უდინეზეში გარანტირებულად გაქაჩავ. ქართველები ვართ ნიჭიერები, მაგრამ როდესაც საქმე პროფესიონალიზმს ეხება იქ ვიჭედებით. კვარაცხელიას ამ ბოლო დროინდელი აქტივობები - სამოყვარულო ფეხბურთელის თვისებებს ამჟღავნებს და არა პროფესიონალი "მკვლელის"!
ირაკლი
23:48 30-05-2023
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული