ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
უდიდესი ისტორია დაწერა ხვიჩამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში.. ევროპის ტოპ ლიგის, იტალიის სერია A წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა პირველივე წელს
გიორგი
04 ივნისი 2023 18:17
1
ყოჩაღ ხვიჩა! და ეს პირველივე წელს!
კალაძე იყო სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი? ან წლის საუკეთესო მცველი? რამდენი წელი თამაშობდა სერია ა-ში?
არჩილი
03 ივნისი 2023 20:00
3
Ar yopila kakha sauketeso,meere raa??risi tqma ginda iseti gundi iuo oq moxvedrac magari iyo im droistvis
L.J .
03 ივნისი 2023 21:39
1
ხალხო ვერა ვძღები კომენტარების კითხვით, ხვიჩას ბრწყინვალებას გაუმარჯოს, ბევრ რამეს მინდა მოვესწროთ, ხვიჩამ ნავსი გატეხა, ეხაროს და ემრავლოს მის ოჯახს.
შალვა
03 ივნისი 2023 13:35
1
შარშან ამას წარმოიდგენდა და მიჰა სააკაშვილი, მიშა (ბიზვინა) მშვილდაძე, ვახო (პიტალო) სანაია და ნიკუტა (ნიკა) გვარამია წარმოიდგენდნენ :))))))))))
Lolo
03 ივნისი 2023 11:33
9
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი საუკეთესო თერთმეტეულში რატომ არ მოახვედრეს იტალიელებმა? ძალიან უცნაურია
კვარა MVP
03 ივნისი 2023 10:40
7
წარმოუდგენელი შედეგია.
რამხელა კლასი და ოსტატობა უნდა გქონდეს რომ მასეთ ლიგაში სეზონის საუკეთესო გახდე.
გავბედავ და ვიტყვი, რომ ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელია
გენა
03 ივნისი 2023 10:01
4
გილოცავ კვარა და ვულოცავ მთლიანად საქართველოს.ჩვენ კიდე ვერ ვიაზრებთ რამხელა რაღაც მოხდა.ეს აღიარება უდიდესი სტიმული იქნება ქართველი ბავშვებისთვის,რომ შრომას და მიზნისკენ სწრაფვას შეუძლია მწვერვალზე აიყვანოს ადამიანი.ვერ ვიხსენებ ჩვენნაირი პატარა ერის წარმომადგენელს ამხელა წარმატებისთვის მიეღწიოს პირველივე სეზონში.გულშემატკივრებს ყველაზე მეტად მისი არასტანდარტული,ჩარჩოებიდან და სქემებიდან ამოვარდნილი ლაღი ქუჩის ფეხბურთი მოსწონთ.კვარა გახდა შთაგონების წყარო ბევრი გუნდისთვის და მწვრთნელისთვის,რომ ბავშვთა ფეხბურთში შესაცვლელია მიდგომები და ამის შედეგს ვნახავთ რამოდენიმე წელში.მან შეცვალა ფეხბურთი და ამიტომ მე ვფიქრობ რომ იგი არა მხოლოდ იტალიის,არამედ ზოგადად ამ სეზონის ფეხბურთის ემვიპია.
კობი
03 ივნისი 2023 09:37
1
ნაცებო გამოიღეთ!!!!!
ხვიჩა
03 ივნისი 2023 07:25
4
Хвича продукт российского футбола! Российская школа всегда славилась великими футболистами! Мои поздравления Хвиче, России и Республике Грузия! Мы скоро будем вместе! Очень скоро Республика Грузия вернется в состав России! Вместе мы сила!
Артём
03 ივნისი 2023 07:13
22
)))
გიორგი
04 ივნისი 2023 17:52
0
Ei ti gnida vali ksvaim dravasekam...
L.J .
03 ივნისი 2023 12:09
3

ხვიჩა თავისი მონდომებით (ჭილკიანობით) და ნიჭით მომავალ წელსაც არანაკლებ გაიბრწყინებს.. ერთ სეზონშიც კი საკმაოდ დაიხვეწა (თვალშისაცემია). დარტყმასაც უფრო ძლიერს თუ გახდის და თანაგუნდელებთან კომბინაციებს დაამუშავებს ეს შედეგები ერთი ორად გაიზრდება. მე პირადად ხვიჩას გამთამაშებლად დავაყენებდი ზელენსკისთან ერთად, შეეწყობიან ერთმანეთს და ადვილად გაჭრიან მეტოკეთა დაცვას
კვარადონა
03 ივნისი 2023 05:59
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული