4 ივნისს, ლა ლიგის ბოლო ტურში "ვალენსია" სევილიაში "ბეტისს" დაუპირისპირდება და ამ მატჩში გადაწყდება, დარჩება თუ არა ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში.
მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს და "ვალენსია" ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, გაასხვისებს. ასე რომ, არაა გამორიცხული, ხვალ ქართველმა "ღამურების" რიგებში ბოლო შეხვედრა ჩაატაროს.
მამარდაშვილის სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული, ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი იტყობინება, რომ "ჩელსიმ" გიორგის თამაშის სანახავად ანდალუსიაში დამკვირვებლები გაუშვა. როგორც ირკვევა, მასთან ტრანსფერის გაჩარხვას ყველაზე მეტად სწორედ ლონდონური კლუბი ცდილობს.
მამარდაშვილი ამ სეზონში პრიმერაზე შეუცვლელი იყო, 37 მატჩში
44 გოლი გაუშვა და 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად.
არ მინდა ჩელსიში რო გადავიდეს,ეგღა გვაკლია მაგან სადმე სკამზე გადაინაცვლოს