ამ სამიდან ერთ-ერთი მცველი კიმს შეცვლის - ვისით გაძლიერდება "ნაპოლი"?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონ "ნაპოლიში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი ცვლილება იგეგმება. დიდია შანსი, ლიდერები წავიდნენ - ოსიმენი, კიმი... სამხრეთკორეელ ცენტრალურ მცველს "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე აქტიურად უკავშირებენ. მაღალი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში რჩება და შესაბამისად, ჩვენ ნეაპოლელთა გაძლიერება ძალიან გვაინტერესებს. იტალიურ მედიაში 3 უკანახაზელს ასახელებენ, რომელთაც მინ ჯე შეიძლება შეცვალონ.

Sportall.Ge

1. ჰიროკი იტო ("შტუტგარტი"
)


დე ლაურენტისმა ღიად თქვა, რომ იაპონელი ფეხბურთელით აუცილებლად გაძლიერდება. იტო 24 წლისაა, მისმა გუნდმა ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა, რაშიც მისი წვლილიც საკმაოდ დიდია. გერმანული კლუბი 3-მცველიანი ტაქტიკით გამოდის, სადაც
ჰიროკი მარცხენა ცენტრალური მცველია. მისი სატრანსფერო ფასი 7.5 მილიონი ევროა.

Sportall.Ge

2. კო იტაკურა ("გლადბახი")

26 წლის იაპონელი "გლადბახში" გამოდის. ისიც 3-მცველიან ტაქტიკაში თამაშობს, ოღონდ მარჯვნივ. ბუნდესლიგის გასული სეზონის მიწურულს კო გააძევეს, მის გუნდს კი კარგი დროება არ ედგა. იტაკურას სატრანსფერო ფასი 12 მილიონია.

Sportall.Ge

3. დავიდ ჰანკო ("ფეიენოორდი")

სლოვაკი ცენტრალური მცველი "ფეიენოორდის" რიგებში ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა. ის 25 წლისაა და გამოცდილება არ დაეწუნება. იტალიის ჩემპიონატში, "ინტერის" შემადგენლობაში, მისი თანამემამულე მილოშ შკრინიარი წარმატებით გამოდის. დავიდის სატრანსფერო ფასი მაღალია - 20 მლნ ევრო.

altკიმი წავიდა, ზელინსკიც ჩემოდნებზეა - "ნაპოლიში" მომავალი სეზონისთვის ბევრი კითხვის ნიშანია

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლაურენტისი იმიტომ ეძებს იაპონიაში და აშშ-ში ფეხბურთელებს, რომ ორივე დიდი და შეძლებული ქვეყანაა და ნაპოლის ლოგოიან საფეხბურთო ამუნიციას სარფიანად გაყიდის. მეტი ინტერესი არაფერი აქვს ამ შემთხვევაში.
,,არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი". :)
მიშა
07 ივნისი 2023 19:07
2
თქვენ თუ ჩინეთის (ინდოეთი მალე უფრო დიდი გახდება მოსახლეობით) ფეხბურთელებს ადარებთ იაპონელებს და ამერიკელებს, შორს ვერ წახვალთ მეგობარო. :)
ცუდია, ლოგიკა თუ ვერ დაინახეთ კომენტარში.
ყველაფრის კრიტიკა და რევიზია აუცილებელი კი არაა. :)
Nika-ს
08 ივნისი 2023 10:15
0
Mag logikut chinels da I doels daimatebda da amerika da iaponiaze 13jet meti gayidvebi eqnebida.
Nika
08 ივნისი 2023 01:24
2
კიმი,პირველივე სეზონში სკუდეტოს საუკეთესო მცველი გახდა და როგორ გინდა, ასეთი კაცის სრულფასოვანი შეცვლა?მეორე ცენტრადაც,რაჰმანიზე ძლიერი მცველის მოყვანაა აუცილებელი,რადგან კიმის გარეშე,ისიც სუსტია.მარცხენა ფლანგზეც,ოლივეირაზე დაყრდნობა არ შეიძლება,შეტევაში ძალიან სუსტია!თუ მარიო რუი წავიდა,მხოლოდ ოლივეირა,ხვიჩას ეფექტურობას გაანახევრებს.
სოსო
07 ივნისი 2023 18:34
10
ლოჩოშვილი კრემონეზედან არ უნდათ? ძალიან ძვირი არ ღირს და ამათზე ნაკლებადაც არ გამოიყურება! გოლებიც გააქვს!
მწვრთნელი
07 ივნისი 2023 14:52
6
აბაა ჩემიიი... ლოჩოზე ბაზარიც არაა არსაიდან...არადა მაგარი ბიჭია.... და კვარასი არ იყოს იაფად იყიდიდნენ...
mirosan
07 ივნისი 2023 16:32
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული