"შოტლანდიაში გასამარჯვებლად მივდივართ. რთული სეზონი მქონდა, გოლი შოტლანდიაში გავა" - Geo Team-ის ბლოგი კვიპროსიდან [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი სტუმრად 2:1 დაამარცხა.

Geo Team-ი ლარნაკაში ჩავიდა და საინტერესო ბლოგიც შემოგვთავაზა.

ხვიჩა კვარაცხელია:

"პირველი გამარჯვება ჯგუფში ძალიან სასიხარულოა, მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ ზურიკოს დამსახურებით, შოტლანდიაში გასამარჯვებლად მივდივართ, იმედი გვაქვს, რომ მათთან თამაშიც წარმატებული იქნება და როგორც დღეს იქაც გამარჯვებით დავამთავრებთ. მთავარი გამარჯვებაა, გულშემატკივრებს 3 ქულა ვაჩუქეთ, შეიძლება ხარისხი არ იყო ისეთი კარგი როგორიც გვინდოდა, მაგრამ მთავარია მოვიგეთ. ვეცდებით შოტლანდიასთან ხარისხი გამოვასწოროთ. რთული სეზონი მქონდა, ბევრი თამაში მომიწია, შოტლანდიასთან გავა გოლი (ჟურნალისტმა ჰკითხა
უიღბლობაზე, რადგან "კვარას" ფაქტობრივად გოლის გატანის კუთხით არ უმართლებს)".

ზურიკო დავითაშვილი:

"ნაკრებში გოლი ყოველთვის საოცარია, როგორი გოლიც არ უნდა იყოს გადამწყვეტი თუ რიგითი მაინც სასწაული გრძნობაა, ასე ვერ გადმოვცემ ამას. ყველა ფეხბურთელმა უნდა გამოსცადოს სამშობლოს მაისურით გოლის გატანა და გულშემატკივრების გახარება".

გიორგი გოჩოლეიშვილი:

"მინდა ქომაგებს მადლობა გადავუხადო, იმდენი ქართველი იყო ჩამოსული სახლში ვთამაშობდით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას".

გიორგი მიქაუტაძე:

"ვიცოდით, რომ ძნელი თამაში გველოდა, დღეს მოგება გვინდოდა და 3 ქალით სახლში წასვლა. შოტლანდიაში მივდივართ, რომ კარგი რეზულტატი გვქონდეს. რაც შეეხება მეცს, ვნახოთ რა იქნება".

საბა ლობჟანიძე:

"პირველ რიგში მინდა გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო, ისეთი ატმოსფერო იყო, თითქოს სახლში ვთამაშობდით. თამაშის ხარისხი ისეთი კარგი არ იყო, როგორიც გვინდოდა, თუმცა რაც მთავარია 3 ქულა ავიღეთ. საერთოდ ისეთ ტურნირზე გასვლა თუ გინდა, როგორიცაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი ასეთი შეხვედრები უნდა მოიგო, ამისთვის უნდა გაგიმართლოს, ბევრჯერ არ გაგვიმართლა ახლა გაგვიმართლა და 3 ქულა ავიღეთ".




მკითხველის კომენტარები / 20 /
კვარამ პირველ რიგში წიტაიშვილს დაუთმო ადგილი ახალგაზრდულში მე ასე ვფიქრობ.რას ვგულისხმობ : რეალურად გიოც და ხვიჩაც არიან მარცხენა ვინგერები,ეროვნულში ამის გამო ხან მარცხენა მცველად,ხან მარცხენა ნახევარმცველად აყენებდა სანიოლი გიოს.პირველ რიგში კვარას მეგობარია გიო,თუ ხვიჩა ახალგაზრდულზეც ითამაშებდა,მაშინ გიო სკამზე იჯდებოდა,ან მისთვის ნაკლებად იდეალურ პოზიციაზე დააყენებდნენ.იმ ცუდი სეზონის შემდეგ რაც წიტას ჰქონდა,ჩემი აზრით ხვიჩამ შანსი მისცა ულიდეროს გუნდს და სკაუტებს დაანახოს მისი დონე.ეს ევროპა შანსია გიომ დააღწიოს თავი კიევის დინამოს და გაუთავებელ იჯარებს.მიქაუტაძის შემთვევაში ალბათ გიოს ტრავმის მიღების ეშინია,რადგან ამან შეიძლება მისი ტრანსფერი ჩაშალოს ძლიერ კლუბში და ვერ გარისკავს.ფორვარდად გაგუა გვყავს,ვინც სავარაუდოდ ძირითადში იქნება და ალავესს უნდა დაუმტკიცოს,რომ იმსახურებს იჯარიდან დაბრუნებას და ლალიგაში 10-15 წუთით მაინც თამაშს თითო მატჩში.
მეზღვაური
09:48 19-06-2023
0
Romanis dawera rogorc etyoba bevrad advilia vidre sportshi warmatebis migweva. 2 dge gadabmulad tu girbenia an givarjishia sainteresoa.
Jer erti sisulelea rom kvaracxeliam am bavshvta pirvelobaze itamashos. Kvara didi fexburtelia ukve da dasamtkicebelic araferi aqvs. arian bichebi romlebsac win didi gza aqvt momavlisken. Mat schirdebat swored es turniri rom sheigrdznon didi fexburtis suli. Kvarastan ertad tu mis gareshe evropis momgebi mainc ar iyo chveni gundi amitomac sworad moiqcnen xvichac da miqautadzec rom visac chirdeba imat dautmes adgilebi axalgazrdul nakrebshi.
Visac sporttan shexeba ar qonia is ver gaigebs tu ra sixaruli da bednierebaa im 2 bichistvis es 2 adgili romelzec uari ganacxades xvicham da giorgim.
.........
00:24 19-06-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული