ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიის (2:0) დამარცხების შემდეგ შოტლანდიაში განცდილი დასანანი მარცხი გადაფარა.
სოციალურ ქსელში კვიპროსთან (2:1) გამართულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ცრუ მოძრაობებზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. პლატფორმა ტიკ-ტოკზე "კვარას" მომენტებს სხვადასხვა ცნობილი გვერდი ეხმაურება.
"დაასახელეთ ფეხბურთელი, რომელსაც უკეთესი ტექნიკა აქვს, ვიდრე ხვიჩას. მისი ნიჭი საერთოდ სხვაგანაა" - წერს Relevant Sports-ი, რომელსაც ზემოხსენებულ ქსელში 473 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
მარტო ფლეშსკორეზე უყურებთ ფეხბურთს და გოლი ვერ გაიტანაო ილანძღებით აქ. გადახედეთ მსოფლიო პრესას როგორ აფასებენ ხვიჩას და მერე ჩაიხედეთ თქვენს ბოღმიან სიძულვილით სავსე გულებში.
იმასაც კი არ იმსახურებდა თქვენნაირი ხალხი რომ ეგ ბიჭი საერთოდ ამ ჩამპალ ქვეყანაში გამოჩენილიყო და ეს ქვეყანა საფეხბურთო რუკაზე გამოეჩინა.
საერთოდ არ იმსახურებდა თქვენნაირი ჩასაფრებული და ბოროტი ხალხი ამ ბიჭს.
სანამ ცოცხლად არ შეჭამთ ეს ბრბო და რაიმეს არ დამართებთ მანამდე არ მოისვენებთ.
ნეტა ნეაპოლელებს დაანახა თქვენი სახე, კბილებით იცავენ ყველასგან ვინც რაიმეს დაწერს ხვიჩაზე.
ვერც კი წარმოგიდგენთ როგორი უბადრუკები ხართ მისი მლანძღველები.
თუმცა რა უნდა გელაპარაკოთ თქვენნაირებს. შარშან იძახდით ბურთის მომწოდებლად მიჰყავთ და ვერაფერს გააკეთებსო და როგორც კი გაიბრწყინა ეგრევე მისი ქება-დიდება დაიწყეთ და საკუთარი სიტყვები უკან წაიღეთ.
მომავალშიც ასე იზამთ და ისევ ყიჟინას დაიწყებთ მის გოლებზე, უპრინციპო და უღირსი ხალხი