"მისი ტექნიკური არსენალი საერთოდ სხვაგანაა" - სოციალური ქსელი ხვიჩას კვიპროსთან მომენტებით აფეთქდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიის (2:0) დამარცხების შემდეგ შოტლანდიაში განცდილი დასანანი მარცხი გადაფარა.

სოციალურ ქსელში კვიპროსთან (2:1) გამართულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ცრუ მოძრაობებზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. პლატფორმა ტიკ-ტოკზე "კვარას" მომენტებს სხვადასხვა ცნობილი გვერდი ეხმაურება.

"დაასახელეთ ფეხბურთელი, რომელსაც უკეთესი ტექნიკა აქვს, ვიდრე ხვიჩას. მისი ნიჭი საერთოდ სხვაგანაა" - წერს Relevant Sports-ი, რომელსაც ზემოხსენებულ ქსელში 473 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

alt"ვკანკალებდი, ვოცნებობდი ხვიჩასთან შეხვედრაზე, რადგან ის ჩემი კერპია" - საქართველოს 16-წლამდელთა ფეხბურთელი გიორგი ჩუბინიძე გლაზგოში ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა

altDaily Record: აი,

თქვენ "კვარადონაც" და თვალცრემლიანი სანიოლი

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

alt"შოტლანდიაში გასამარჯვებლად მივდივართ. რთული სეზონი მქონდა, გოლი შოტლანდიაში გავა" - Geo Team-ის ბლოგი კვიპროსიდან [VIDEO]

altკვარაცხელია საუკეთესო იყო და აი, რატომ - ანალიტიკური პორტალების შეფასებები

მკითხველის კომენტარები / 45 /
შარშან ამ დროს ზუსტად ასეთი ალიაქოთი იყო ატეხილი, ბათუმის დინამოს რომ ვერ დაეხმარა კონფერენს ლიგაზე. ნაპოლიში გადადიოდა და ამათ უნდოდათ ბათუმშიც ეთამაშა და მერე ნაპოლის სეზონიც დაეწყო. ზოგი ისე იბოღმებიდა, ვნახავთ რასაც მიაღწევს იქოო, ბათუმს რომ არ ეხმარებაო, ფულზე გაცვალა გუნდიო და ათას რაიმეს წერდნენ.
ზუსტად იგივე ხდება ახალგაზრდულ ნაკრებზე.
უყურეთ ესპანეთის 21 წლამდელებს ან სხვა ქვეყნების? თამაშობენ პედრი და გავი იქ? ან რომელიმე ვარსკვლავი?
ეგ ტურნირი არის უცნობი ტალანტების აღმოჩენის შეიგნეთ ბოლოსდაბოლოს და თუ ვერ იგნებთ, არაა აუცილებელი საკუთარი უვიცობა ყველგან გამოამჟღავნოთ.
წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორი სეზონი ელოდება წინ. ემვიპი რომ გახდები და სკუდეტოს მოიგებ მომავალ სეზონში გაცილებით მეტი წნეხი და გამადიდებელი შუშით დაკვირვება რომ იქნება არიცით? მოქანცული უნდა შეხვდეს მაინცდამაინც სეზონს?
დარწმუნებული ვარ სეზონი კარგად რომ ვერ დაიწყოს პირველი თქვენ გადაუვლით აქ ჩაყრილი ჩასაფრებული ბრბო.
1
ხალხნო ნუ იშლით ნერვებს იმ ადამიანებზე ვინც ჩასაფრებულის პოზიციიდან ლანძღავს კვარას. ყველა გამორჩეულ ფეხბურთელს ყავს ჰეიტერები. აბა ობამეიანგის ჰეიტერებზე გსმენიათ რამე? (თუმცა ნამდვილად კარგი ფეხბურთელია). ამას ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური ფესვები აქვს და აქ ამის ახსნის ადგილი არაა. მეორე კატეგორია არიან არა ჰეიტერები, არამედ უბრალოდ ფეხბუთი რომ ა ესმით ის ხალხი." ვერ გაიტანა ესეიგი ცუდად ითამაშა " ტიპები. კვარა ახლა ახალ ეტაპზე გადადის, ანუ იმ ეტაპზე, როდესაც მას უკვე განსაკუთრებულად მეურვეობენ. ამას კი ჭირდება მისი მხრიდან ისეთი უნარების დახვეწა, როგორიიცაა დროული გახსნა, უბურთოდ სწორი გადაადგილება, გადაწყვეტილების მომენტალურად მიღება - ამაზე ბევრი სამუშაო აქვს. კვარა დიდი ტალანტია მაგრამ სამუშაო ჯერ ბევრი აქვს. გააკეთებს კიდევაც, ამაში დარწმუნებული ვარ. ხოდა კიდევ, ნუ დაახრჩვეთ ადამიანი, აცალეთ მშვიდად განვითარება და ფეხბურთის თამაში ჰეიტერებმაც და კერპთაყვანიმცემლებმაც!
არტ
04:18 23-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული