კვერნაძე და "ბაიერნის" თავდამსხმელი კონტრაქტის გასაფორმებლად რომში ჩავიდნენ

AutoSharing Option
calciofrosinone და tuttofrosinone იტყობინებიან, რომ ბათუმის "დინამოს" 20 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე სამედიცინო შემოწმების გასავლელად და "ფროზინონესთან" კონტრაქტის გასაფორმებლად გუშინ რომში ჩავიდა.

კვერნაძესთან ერთად სამედიცინო შემოწმებას გაივლის "ბაიერნის" საკუთრებაში მყოფი ალბანური წარმოშობის 22 წლის თავდამსხმელი მარვინ კუნი, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით "საარბრიუკენში" თამაშობდა.

კვერნაძის მომავალი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, კუნის კი სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ და შემდგომი ტრანსფერიდან 50%-ს "ბაიერნი" მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები გიორგის! ჭკვიანი ბიჭია და ნაბიჯ- ნაბიჯ მიდის მიზნისკენ, იმედია დიდ ფეხბურთს ითამაშებს და გამოადგება საქართველოს ნაკრებს.
ელგუჯა
22:56 03-07-2023
0
მე პირადად შემექმნა აზრი,რომ ვინც ისედაც კარგ ევროპულ გუნდში იყო არ ათამაშეს(კვარა,მიქაუტაძე,კვერნაძე) გამონაკლისი მამარდა იყო ალბათ, მაგრამ ისიც ახალ კლუბს უმიზნებს ფაქტიურად,რაგაც მომენტში გასაგებია,მაგრამ უნიკალური შანსი განიავდა ამით,რომ ზღაპრული შედეგი დაგვედო...
Givi
22:13 03-07-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული