20 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი კვერნაძემ დღეს რომში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და "ფროზინონეს" ფეხბურთელი გახდა.
სერია A-ში დაბრუნებულმა "ფროზონონემ" ქართველი იჯარის წესით აიყვანა და შემდეგ ფოთის "კოლხეთისგან" ოფციის წესით მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, კვერნაძე ბათუმის "დინამოში" თამაშობდა, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს, თუმცა საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.