მამარდაშვილს "ბაიერნში" გადასვლა უნდა და მოლაპარაკებები მალე დაიწყება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერით“ იტყობინება, რომ „ბაიერნი“ „ვალენსიასთან“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე კონკრეტულ მოლაპარაკებას მალე დაიწყებს და თავად ქართველი მიუნხენურ გუნდში გადასვლით დაინტერესებულია.

რომანოს ცნობით, „რეკორდმაისტერისთვის“ ამ ეტაპზე პრიორიტეტული „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენაა, თუმცა მამარდაშვილი სიაშია და „ვალენსიასთან“ მოლაპარაკების მოლოდინშია.

გიორგის „ბაიერნში“ გადასვლის სურვილს football-espana ადასტურებს და წერს, რომ შესაძლო კონტრაქტის პირადი პირობები ფეხბურთელის მხრიდან პრობლემა არ იქნება.

გამოცემა წერს, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც „ბაიერნისთვის“ დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნულია, რომ ქართველის ადგილს
„ღამურებში“ ხაუმე დომენეკი ან კრისტიან რივერო დაიკავებს, რამეთუ ესპანური კლუბი ახალი მეკარის შესაძენად ფულს არ დახარჯავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
საფრთხილოა, გერმანელებს ბევრი ნიჭი ჩაუკლავთ სათადარიგოზე დატოვებით
ორდე
17:56 06-07-2023
0
წარმატება, სეხნია!
გიორგი
15:03 06-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული