სხვადასხვა იტალიური მედიასაშუალება იუწყება, რომ "ნაპოლი" "ალკმაარის" შემტევის, იესპერ კარლსონის ტრანსფერზე მუშაობს.
SpazioNapoli-ს ჟურნალისტი ჯუზეპე ესპოზიტო იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასთვის დუბლიორს ეძებს, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე მატეო პოლიტანოს და ირვინ ლოსანოს შემცვლელად გამოიყენოს და ასეთად 24 წლის შვედი კარლსონი მიაჩნია. მას ნიდერლანდური კლუბი 15 მილიონ ევროდ აფასებს.
TuttoMercatoWeb-ის ცნობით, "ნაპოლის" სკანდინავიელის შეძენა გასული წლის ზაფხულში სურდა, მაგრამ ვერ მოახერხა და მისი სამსახურით აგრეთვე "ლაციოა" დაინტერესებული - მას შემდეგ, რაც დომენიკო ბერარდი (სასუოლო) ვერ გადაიბირა.
Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა
დი მარციო წერს, რომ კარლსონის მატჩებს "ნაპოლის" წარმომადგენლები რამდენჯერმე დაესწრნენ, კლუბებს შორის ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ის უფრო იმ შემთხვევისთვის სჭირდებათ, თუ რომელიმე წამყვანი შემტევი გუნდს დატოვებს - კვარაცხელიასა და ოსიმენზე მიანიშნებს. იმავეს აღნიშნავს get football news italy.
კარლსონი "ალკმაარში" 2020 წელს "ელფსბორგიდან" გადავიდა, ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და მას შემდეგ 93 მატჩში 37 გოლი გაიტანა - ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 11 შეხვედრაში 3 გოლია.