უკვე 100 მილიონი - "ნიუკასლი" კვარაცხელიას შესაძენად უკან დახევას არ აპირებს

AutoSharing Option
ბრიტანული პრესა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "ნიუკასლში" შესაძლო გადასვლაზე ისევ აქტიურად წერს. Daily Mail-ი იტყობინება, რომ ინგლისური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საასპარეზოდ სერიოზულად გადახალისდება და გაძლიერდება, კვარაცხელიას სანაცვლოდ ნეაპოლურ კლუბს 82 მილიონი ფუნტი (95 მილიონი ევრო) შესთავაზა, რაც "კაჭკაჭებისთვის" სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შესანიშნავი სეზონის შემდეგ კვარაცხელიამ მთელი საფეხბურთო ევროპის ყურადღება მიიპყრო; ნეაპოლელებმა შეთავაზებაზე არ უპასუხეს, რამეთუ მისი შენარჩუნება აქვთ გადაწყვეტილი.

football365-ის ცნობით, "ნიუკასლი" მზადაა შეთავაზება გაზარდოს, ქართველში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც "ლივერპულის" მწვრთნელ იურგენ კლოპისთვის ძლიერი დარტყმა
იქნება, ვინაიდან მას "კვარას" თამაში ძალიან მოსწონს და როგორც ადრე გამჟღავნდა, ცდილობდა, კლუბის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა, ხვიჩას "ენფილდზე" გადასაბირებლად "ნაპოლისთვის" გიგანტური თანხა შეეძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
არ უნდა წავიდეს 1-2 წელი მერე რეალი ან ბარსა ესპანეთი მოკლედ და არა ნიუკასლი და ინგლისი.
ქომაგი
02:23 18-07-2023
0
ამ სეზონში არ გაყიდიან გამორიცხულია
გიო
01:42 18-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული