"ხვიჩას შესახებ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ქართველი ქალი, რომელიც მომვლელად მუშაობს, მივიდა სასტუმროსთან, სადაც "ნაპოლის" ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი შუაღამისას მოხდა. ქალბატონმა ხვიჩას სახელის ყვირილი დაიწყო.
"კვარას" ძალიან გაუხარდა, სასტუმროდან გამოვიდა, ქალბატონისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. აი, ასეთი ბიჭია ხვიჩა კვარაცხელია", - განაცხადა "ნაპოლის" ქომაგმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეის" 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. 22 წლის გარემარბმა გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 39