ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ფიზიკურად სუსტია, გაკვირვებული ვარ" - ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი ჩაკვეტაძის "უოტფორდში" ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, გიორგი ჩაკვეტაძე მომდევნო სეზონს იჯარის წესით "უოტფორდში" გაატარებს. "ყვითლებს" მისი "გენტიდან" გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

აღნიშნულ ტრანსფერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი სებასტიან სტრაფორდ-ბლური გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩვენებურს ჩემპიონშიპში თამაში გაუჭირდება, რადგან ფიზიკურად ძლიერი არაა.

"გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდში" გადასვლით ძალიან გაკვირვებული დავრჩი, ქართველი რამდენიმე სეზონის წინ იჯარის წესით "ჰამბურგში" გამოდიოდა, მან აჩვენა, რომ ბურთთან ერთად შეუძლია სახიფათო იყოს. რატომ ვარ გაკვირვებული? რადგან ფიზიკურად სუსტია, თუმცა სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ ეს 2 სეზონის წინ იყო", - განაცხადა სტრაფორდ-ბლურმა.

შეგახსენებთ,
გასულ სეზონში ჩემპიონშიპში "უოტფორდმა" 63 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა.


altგიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისში გააგრძელებს

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

altჩაკვეტაძე მოსკოვის "დინამოს" სურს - რუსული მედია წერს, აგენტი ადასტურებს...

ასევე დაგაინტერესებთ