"ბლექბერნის" "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა ClubhouseTV-სთან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

რობინსონმა "ევერტონს" ქართველი ნახევარმცველის შეძენა ურჩია.

"ჩაკვეტაძეა დევიდ მოიესის სტილის ფეხბურთელია, ქართველი ძალიან მშრომელია და მოედანზე ბევრს მოძრაობს. თავდაპირველად გიორგი "უოტფორდს" იჯარის წესით შეუერთდა, "კრაზანებმა" კი მცირე თანხის სანაცვლოდ გამოისყიდეს და ახლა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

"უოტფორდი" მწვრთნელებს ხშირად იცვლის, ვფიქრობ, რომ არც ფეხბურთელების გაშვებაზე იტყვის უარს. "ევერტონისთვის" ეს ტრანსფერი დიდი რისკი არ იქნება, რადგან ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომლის სანაცვლოდაც "უოტფორდმა" 2.5 მილიონი გადაიხადა. ცხადია, რომ "ყვითლები" მას ამავე ფასად არ გაყიდიან, თუმცა ჩემი აზრით, 5 ან 7 მილიონი ქართველის სანაცვლოდ საკმარისი იქნება", - განაცხადა რობინსონმა.

შეგახსენებთ, "ჩაკვემ" მიმდინარე სეზონში "უოტფორდის" რიგებში ყველა ტურნირზე ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა. "კრაზანები" ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ.

c
კოტე ლობოტკაა ასეთი ფეხბურთელი თუ გაგიგია :))) და იმან დარტმაც არ იცის. გოლი არ იცის რა არის და ნადირობს მთელი საფეხბურთო მსოფლიო ც
,ეუფ
ჩაკვეს ფასი დღეს არის მინ. 10-15 მილიონი. როგორც კი გადავა პრემიერლიგაში, 1 წელიწადში ფასი მოიმატებს 30-35 მილიონამდე.
ნუგზარი
ეტყობა პატარა ასაკის ხარ, ან საერთოდ ვერ ერკვევი ფეხბურთში. რამე სხვა სპორტით დაინტერესდი.
უფროსი ნაჩალნიკი
ევერტონი დაუკავშირდა Watford-ს. Watford-მა £20 მილიონი მოითხოვა. ეს თითქმის 26 მილიონი ამერიკული დოლარია.
სიმენონი
თუ რაიმე მონაცემის სტატისტიკა ითვლება ნახევარმცველებში ჩაკვე ყველაფერში ან პირველ ადგილზეა ან მეორეზე (ვამოწმებთ opta-ზე, მაგალითად), იმდენად წინაა სხვებთან შედარებით, რომ ასეთი სხვაობა ჩემპიონშიპში ნახევარმცველების დონეში არცერთ წელს არ ყოფილა. არადა გაყიდულა ნახევარმცველები 15 20 მილიონადაც კი ბოლო წლებში. მოკლედ 5 მილიონის გადახდა თუ არ უნდა ევერტონს, ღირსია იყოს რა პოზიციაზე არა, მომავალ წელს თუ წესიერ შევსებას არ გააკეთებენ გავარდებიან და ეგ იქნება.
Noko
ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მარტო ის სტატისტიკა რო ბურთთან ერთად დაფარული მანძილით პირველზეა და თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი ვინმემ პრემიერ ლიგიდან მოკიდოს ხელი და წაიყვანოს
კოტე კალანდაძე
რეების გჯერათ. ამის დიდი ფეხბურთი მორჩა, დამთავრდა. ძველი ნიჭი გამოანათებს ხოლმე აქა-იქ, მაგრამ სტატისტიკას შეხედეთ და მიხვდებით ყველაფერს. 131-ე ადგილზეა ბომბარდირებში ჩემპიონშიპში. ეგეთ დაბალშედეგიან ნახევარმცველს არავინ იყიდის, მაგ თანხად მინიმუმ. ერთი დონით დაბალ ჩემპიონატში თუ გადავა, როგორც მაგალითად სლოვაკეთი იყო, სადაც აქამდე თამაშობდა, იქ შეიძლება სტატისტიკაც დადოს. ჩემპიონშიპში სტატისტიკას რომ ვერ დებს, პრემიერლიგაში დადებს? სულელები კი არ არიან პრემიერლიგური კლუბები ასეთი ფეხბურთელი აიყვანონ.
dato
რა 5 ან 7 ეს ვინმეს შეემოწმოს
Დინამოელი
ღმერთმა გისმინოს ჩემო პოლ. ნამდვილად არ იქნება გიორგისთვის ურიგო ვარიანტი, მითუმეტეს არც კლუბისთვის
კვარაცხელია: წაგების გამო გაკვირვებული დავრჩით
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო
"ასეთ შემთხვევაში მამარდაშვილი განვითარებას შეაფერხებს..." - პოლ რობინსონმა გიორგის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
"ევერტონს" მის წამოსაყვანად ამ თანხის გადახდა დასჭირდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ "კანფეტებს" "ჩაკვეს" შეძენა ურჩია
მამარდაშვილს "ლივერპულში" ერთით ნაკლები კონკურენტი დახვდება - გუნდის ერთ-ერთმა მეკარემ წასვლა გადაწყვიტა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
ჩაკვეტაძის შეძენის სურვილი პრემიერლიგის სამმა კლუბმა გამოთქვა - უღირს ქართველს გუნდის გამოცვლა?
"სტოკ სიტის" მეკარემ გოლი კარიდან კარში გაიტანა [VIDEO]
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" სტუმრად "ოქსფორდთან" დამარცხდა
გერმანული გრანდი და პრემიერ ლიგის კლუბი - მიქაუტაძის მსურველთა რიგები გაიზარდა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"ევერტონი" პიკფორდს კარიერის ბოლომდე კონტრაქტს სთავაზობს