OPTA-მ ინგლისის ჩემპიონშიპიდან სტატისიკები შემოგვთავაზა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე აქტიურად ფიგურირებს.

ირკვევა, რომ ჩვენებურმა ბურთი მთლიან ჩემპიონატში ჯამში 5477 მეტრი ატარა, რაც საუკეთესო შედეგია და პირველ ადგილს იკავებს.

გიორგი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გასულ "ლიდსის" წევრ ჯო როდონს თითქმის 1 კილომეტრით უსწრებს, ხუთეულის სხვა წევრებთან კი გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს.

ინფორმაციისთვის, ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპის 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

gel-100
ჩაკვეს ერთადერთი ნაკლი თუ მინუსი(თუ შეილება ტრამვას მინუსი ეწოდოს))არის ტრამვა რომელიც როგორც ჩანს საბოლოოდ და სამუდამოდ მოირჩინა, რადგან მსოფლიო ბაზარზე ისეთი აზრი იყო ჩამოყალიბებული რო ჩაკვე იყო ტრამვატული ფეხბურთელი მას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ რაც როგორც ჩანს უკან მოიტოვა,,სხვა მხრივ ჩაკვე არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი მოედნის ხედვით, პასით, დრიბლინგით, დარტყმით, იმედია აღარასდროს მიიღებს დაზიანებას და მისი კარიერა სულ მაღლა-მაღლა წავა და რა სიმაღლეზე შეუძლია ასვლა მაგას ალბათ ვერ განვსაზღვრავთ იმდენად ნიჭიერი ბიჭია,,მოკლედ ჩაკვე იყო ბოლო პერიოდის პირველი მერცხალი ქართულ ფეხბურთში და იმედია იმ ნიჭიერ ბიჭებთან ერთად რომელიც მისი ტრამვის დროს გამოჩნდნენ დიდ წარმატებებს მიაღწევს ნაკრებთან ერთად, საქართველოს ნაკრებს მისი შემადგენლობიდან გამომდინარე შეუძლია იყოს x-ფაქტორი მსოფლიო ფეხბურთში და თუ აფეთქების წერტილს მიაგნო მწვრთნელმა შეიძლება წარმოუდგენელი სიხარულიც მოგვანიჭონ გულშემატკივრებს ბიჭებმა,,მამარდა, კვარა, ჩაკვე, ზურიკო, მიქაუტაძე, ქოჩორა, გოგლიჩიძე, კიტე, ამას დაუმატოთ 2-3 ის ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელზეც იმედები მყარდება და მგონი საკმაოდ სერიოზული შემადგენლობა იკვრება,,საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი რო გახდა ამ ბიჭების დონის 2-3 ფეხბურთელი თუ ყავდა და კვარას და მამარდას დონისა არც ყავდა არავინ
მიდი გიო!
ძალიან მაგარი და ჭკვიანი ბიჭია გიორგი, მაგას და ხვიჩას მოედნის ხედვის შეუდარებელი ნიჭი აქვთ და გადაწყვეტილებას ყოველთვის 1 წამით ადრე იღებენ. კარგი აგენტი ჭირდება და ნებისმიერ ტოპ-გუნდს დაამშვენებს. სტატისტიკაც რა თქმა უნდა იქ ბევრად უკეთესი ექნება. ცოტა დაცვაც რომ გავამაგროთ, მართლაც რომ უძლუერესი ნაკრები გვეყოლება. და ყოველთვის პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ.
ილია
ბოლო მომენტში კარში დარტყმის სიძლიერეს და სიზუსტეს თუ გაზრდის ბედნიერები ვიქნებით.
ჯან კარლოს
ორი სეზონი რო არ ჩაეგდო ტრავმის გამო შეძლებდა კიდეც
სოსო
ფიზიკურად და ტექნიკურად,უკვე ძველი ჩაკვეა,უკეთესიც კი,მაგრამ მაინც პასზეა ორიენტირებული.როგორც კი საკუთარ თავს დაარწმუნებს,რომ პასი კი არა,კარში უნდა დაარტყას და გოლები გაიტანოს,გატანას დაიწყებს.19 წლის ჩაკვე,უფრო ზევით თამაშობდა,რა წამს ბურთს მიიღებდა,იმ წამსვე კარზე იყო დაღირებული და გაჰქონდა კიდეც.დღეს ძალიან სიღრმიდან იწყებს იერიშებს და უფრო ზემოთ თუ ასწევენ მწვრთნელები,შესაძლოა უფრო შედეგიანი გახდეს.ზურიკოსაც ხომ სწორედ მაღლა აწევამ მისცა შედეგიანობის გაზრდის საშუალება.60 მეტრიანი დრიბლინგის შემდეგ,ძალები აღარ გკმარა,ზუსტი დამაგვირგვინებელი პასის,ან დარტყმის შესასრულებლად
ნუგზარი
ჩაკვე ამ სეზონის შემდეგ, ნებისმიერი ჩემპიონატის ნებისმიერ გუნდში შეძლებს თამაშს. ვინც სტატისტიკის გაუმჯობესებაზე საუბრობს, უნდა იცოდეთ რომ სტატისტიკის შემადგენელი ნაწილია, წარმატებული დრიბლინგების, მოგებული ორთაბრძოლების, ოტენციური საგოლე პასების, გარბენილი მანძილის, ზუსტი პასების, დაფარული ფართობის და ა.შ. რაოდენობა. ამას გარდა, სტატისტიკაში არ ჩანს - მოედნის ხედვა, საფეხბურთო ინტელექტი, რაც ჩაკვეს თანდაყოლილი ნიჭია. ყველა წერს რო ჩემპინშიპში საუკეთესოა. იქ კი ბევრი ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ზემოთ არაფერი მითქვავს მის პიროვნულ თვისებებზე, შრომისმოყვარეობაზე, მიზანსწრაფულობაზე, კომუნიკაბელურობაზე, თავმდაბლობაზე, რასაც ფეხბურთელის არჩევისას დიდ მნიშვნელობას აძლევენ. სუსტ გუნდში თამაშობს და ამიტომ არ აქვს უკეთესი საგოლე სტატისტიკა. 10 -დან 8-ჯერ შენ რომ გიწევს საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ბურთის ამოტანა, ბოლო ფაზაში სიზუსტე იკლებს. ნორმალურ გუნდში ეს სტატისტიკაც სულ სხვა იქნება. ნეტავი როგორიც ეგ არის თავის პოზიციაზე, ისეთივე გვეყლოს ყველაგან. ჩაკვე დიდ გუნდში ითამაშებს 2-3 წელში.
FeNoMeNo
ვინც სტატისტიკის გამო აკრიტიკებთ, რეალურად გიყურებიათ უოტფორდის ერთი თამაშისთვის მაინც სრულად? გუნდის მექანიზმია ჩაკვე, იმდენად გამორჩეულია საფეხბურთო ინტელექტით და უნარებით რომ ფეხბურთის დამწყებ გულშემატკივარსაც კი თვალში მოხვდება განსხვავება სხვა ფეხბურთელებთან. ტიპს გუნდში ყავს კენტავრები, მარტო სირბილი რომ იციან და 10 მომენტიდან 1 ს თუ გამოიყენებენ კაი შედეგია. საშუალო შემსრულებლების პირობებში უკვე მინიმუმ 10-12 საგოლე პასი ექნებოდა. რაც შეეხება გოლებს ცოტა არ უმართლებს მაგრამ მგონა რომ მაგ მხრივაც გამოსწორდება ყველაფერი, იმხელა პროგრესი აქვს ბოლო 2 წელში. წარმატებები ჩაკვე!!!
მირო
ეს ნიშნავს,რომ მუშა ფეხხბურთელია,მოედანზე იმენნა შრომობს,დიდ საამუშაოს ასრულებს და ასეთ დროს საგოლე მოქმედებებში ხშირად შეიძლება ვერ მიიღოს მონაწილეობა,მაგრამ გუნდისთვის მთლიანობაში ფასდაუდებელი მოთამაშეა.
Რერო
სტატისტიკა თუ არ გამოასწორა ისე არაფერი არ გამოვა, 2 გოლი ცოტაა. თუ დიდი მიზნები აქვს 10 გოლი მაინც უნდა შეაგდოს სეზონში . ან 15 პასი უნდა გააკეთოს.
აპხ-ს
შენ ისე წინ ხარ წასულხარ, უკვე დიდი რამეებიც გექნება განაკეთები სადმე
ჯანკარლო ხორხე ხირხატო
ცოდვაა ჩემპიონშიფისთვის, მე მას უფრო მოვიაზრებ მადრიდის რეალში ან მიუნხენის ბაიერნში
Irakli Apkhaidze
ესაა, ძალიან მშრალი სტატისტიკა. ჩაკვეს თამაში გაცილებით ეფექტრია ვიდრე ეს ციფრები. ჩვეულებრივ ბურთი 2-3 ფაზის დიაპაზონზე ამოაქვს, ქმნის უპირატესობა და დიდ განსხვავებას, რომელსაც უმოწყალოდ ანიავებენ შემტევები. წელს ის აუცილებლად ითამაშებს პრმიერლიგაში (ან უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში). ფასდაუდებელ სამუშაოს ასრულებს. ირონია ერთ ადგილზე გაიკეთეთ და მართლა ტაციაობა უნდა იყოს მასზე სეზონის ბოლოს.
ლადო
ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ დაცვიდან ააქვს ბურთი და დიდ სამუშაოს ასრულებს. მეორე მხრივ საგოლე მოქმედების მაჩვენებელი უნდა გაზარდოს
დათო
გოლები, გოლები და მეტი თავდაჯერებულობა დამაგვირგვინებელ ფაზაში.მგონი ფსიქოლოგიური ტრენინგი ჭირდება.სხვა ყველამხრივ კარგად გამოიყურება.
იფფფ
ბოლო 6 წელიწადში ჩაკვეს აქვს 9 გოლი და 11 საგოლე პასი...ტაციაობაა პრემიერლიგის გუნდები ბუზებივით ეხვევიან. აკვირდება რომა, გალათასარაი, დაკვირვებას იწყებს ბეშიქთაში და ზენიტი!!!
zura
ვითომ კაი ამბავია ინგლისში ბურთის ასე თრევა?
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
[VIDEO] გადაწერილი საფეხბურთო ისტორია - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მსაჯმა ახალი წესი გამოიყენა
ვლაჰოვიჩი სერია A-ს სხვა გრანდში - სერბ ფეხბურთელს "მილანში" გადაბარგება სურს
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
მუდრიკი მძიმე დღეშია - უკრაინელს შესაძლოა, ფეხბურთის თამაში 4 წლით აუკრძალონ
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" სტუმრად "ოქსფორდთან" დამარცხდა