დღეს "ნაპოლი" ამხანაგურ მატჩში "სპალს" შეხვდება და ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, ძირითად შემადგენლობაში იქნება.
SpazioNapoli იტყობინება, რომ ნეაპოლური გუნდი დიმაროდან კასტელ დი სანგროში გადაინაცვლებს და ვიდრე 19 აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე "ფროზინონეს" დაუპირისპირდება, ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს:
29 ივლისს - "ჰათაისპორთან", 2 აგვისტოს - "ჟირონასთან", 6 აგვისტოს - "აუგსბურგთან" და 11 აგვისტოს - "აპოლონთან".
"სპალთან" დღევანდელი სპარინგი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ნაპოლი - სპალი