კვარაცხელიას პირველი მატჩი სეზონში - "ნაპოლიმ" "სპალს" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ წვიმიან ამინდში „სპალს“ დაუზავდა - 1:1.

ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო, ყველა სტანდარტულს ასრულებდა, პარტნიორებს პასებით ამარაგებდა, ბურთი ხარიხას გაარტყა და სეზონის პირველი შეხვედრის კვალობაზე ურიგოდ არ გამოიყურებოდა. გასათვალისწინებელია, რომ მან ვარჯიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფაქტიურად სათადარიგო სასტარტო შემადგენლობა დააყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. კვარაცხელია და სხვა წამყვანი ფეხბურთელები შესვენების შემდეგ შევიდნენ შეცვლაზე და თამაშის სურათი შეიცვალა: ოსიმენის პასის მერე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, „კვარამ“ რასპადორი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ
მან მიზანს ვერ უწია, კონტრშეტევისას კი მეტოქე მეკარე მერეტის შეცდომის შედეგად კურიოზული გოლით დაწინაურდა. თუმცა, მერე ანგისამ ანგარიში გაათანაბრა. წვიმა თანდათან გაძლიერდა, "სპალს" კონტრშეტევისას კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა თავისი გუნდი მერეტმა იხსნა, ბოლოს ხვიჩას პასებით ოლივეირამ და ოსიმენმა ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

შეხვედრას "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მეუღლესთან ერთად დაესწრო, ტრიბუნაზე მათთან კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯუღელი იტალიაში ხვიჩას კონტრაქტის განახლების საკითხის განსახილველად ჩავიდა. Sky Sport-ის მტკიცებით, აგენტი დე ლაურენტისს სხვა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებსაც შესთავაზებს.

შემდეგ სპარინგს „ნაპოლი“ 29 ივლისს „ჰათაისპორთან“ ჩაატარებს.

დიმარო. „კომუნალე“
ნაპოლი - სპალ 1:1
გოლები: 0:1 პულეტო (62), 1:1 ანგისა (73)

მკითხველის კომენტარები / 21 /
პირველი თამაშის თაობაზე ძალიან კარგად ითამაშა, პარტნიორებიც უფრო ხშირად აძლევდნენ პასებს (ეს მისდამი მწვრთნელის დამოკიდებულებაზე მიუთითებს), კარგად დაარტყა და 2-3 შესანიშნავი გამჭოლი პასიც გააკეთა. კიდევ ერთი რაც მომხვდა თვალში: თავის ნახევარზე არ ჩამოსულა და ბურთის დაკარგვის შემთხვევაში იქვე ერთვებოდა მის დასაბრუნებლად. ანუ სპალეტის კონცეფციიდან განსხვავებით წელს უფრო თავდასხმაზე ორიენტირებულ და ხშირ შემთხვევაში 10 ნომრად მოთამაშე ხვიჩას ვიხილავთ.
როგორც "ფეოლა" იტყოდა : "მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით".
ძველი გულშემატკივარი
25 ივლისი 2023 13:43
0
ალბათ მეორე ტაიმში გამოსული ფეხბურთელები იქნებიან ძირითადის მოთამაშეები, გამიხარდა მათ რიგში რასპადორიც რომ მოხვდა, არაა ცუდი ფეხბუთელი, ხვიჩა კი ამ სეზონში ჩემი აზრით უფრო უკეთესი იქნება ვიდრე წინაში, ორჯერ მეტ ასისტს გააკეთებს და 20 მდე გოლს შეაგდებს!
რობი
25 ივლისი 2023 12:48
0
კი, მასე იქნება ფაჩუჩებს თუ გამოიცვლის და ბუცებს ჩაიცვამს!
aburjga
25 ივლისი 2023 15:33
1
კვარას აშკარად მომატებული აქვს წონაში, ჩვეულებრივი ამბავია.
პროფესორობა არ გინდათ, მეორედ შეეხო კაცი ბურთს, დასვენების შემდეგ და უკვე დასკვნებს აკეთებთ.
მოიცადე!
თენგო
25 ივლისი 2023 08:57
8
ჩემი დაკვირვებით წელს ნაპოლი ჩემპიონობა გამორიცხულია. ეს იცოდა სპალეტიმ და ამიტომ წავიდა. გამარჯვებული უნდოდა წასულიყო. ხუთეულში თუ მოხვდა ნაპოლი ეს იქნება მისი მაქსიმუმი .
დავით 67
25 ივლისი 2023 01:39
14
ძალიან მომატებულია და მოუწევს წონის დაგდება. იმედია უმტკივნეულოდ შეძლებს ამას.
ემზარი
25 ივლისი 2023 00:17
4
ორი კარგი ამბავი:
ხვიჩა კარგ ფორმაშია;
პასებს გაცილებით ხშირად აძლევდნენ.
ILIA
24 ივლისი 2023 23:44
7
მე ძალიან ვისიამოვნე როგორც ყოველთვის კვარას თამაშით!!! გაიხარე ხვიჩა წარმატებები❤️
გულშემატკივარი
24 ივლისი 2023 23:35
3
კვარა უნდა თამაშობდეს ცენტრში. საჯარიმოს მისადგომებთან.
ქუთაისი
24 ივლისი 2023 23:32
5
ზელინსკის ასისტით გაუტანია ანგისას!
ლაშა
24 ივლისი 2023 22:53
0
ანგისამ ხვიჩას ასისტით გაიტანა გოლი!
ლაშა
24 ივლისი 2023 22:50
27
გოლი გააკეთა ოსტმნნმა
ბს
25 ივლისი 2023 09:22
0
პრე ასისტი იყო.
რრრ
24 ივლისი 2023 23:48
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული