კვერნაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა - "ფროზინონე" "სალერნიტანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაუზავდა - 1:1.

როგორც იცით, "ფროზინონეს" შემტევმა გიორგი კვერნაძემ „მონტრაგონესთან“ გოლი გაიტანა და დაშავდა, შემდეგი ორი სპარინგი გამოტოვა, სალერნოელებთან კი ნახევარმცველ აბდულრაჰმან ჰარუის (სასუოლოდან იჯარით აიყვანეს) ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „ფროზინონე“ 5 აგვისტოს „კოზენცასთან“ ჩაატარებს.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“. 3 046 მაყურებელი

ფროზინონე - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ჯელი (78), 1:1 ვალენსია (86)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ არ გადასულა და უკვე ტრავმა მიიღო..ასეთი ფიზიკური მონაცემებით მას სერია ა-ში დიდი მომავალი მას არ უწერია
giorgi 3
30 ივლისი 2023 16:18
12
ახალი სალუქვაძე ხარ, ბიჭო?
????
31 ივლისი 2023 16:48
0
შენს 1 უჯრედიან კომენტარს და პარაზიტულ ოცნებას დიდი დრო არ უწერია. ახალია ჩასულია ჯერ ყველაფერი წინაა აქვს, ეგ ფიზიკაც ძალიან მალე გამოსწორდება იმიტომ რომ ახალგაზრდაა და მერე ნახავთ ვის რამდენი დრო უწერია. გვიან ვინც ჩადიან ისინი ვერ ქაჩავენ ახალგაზრდები უნდა ჩავიდნენ. რუსებიც სტრატეგიაც ეგ იყო ქართველები ახალგაზრდები არ გაეშვათ სანამ დრო იყო მერე უკვე გვიანი იყო ტრამვებით ვერ გაჩავდნენ ისედაც, ეხლა დაგერხათ პირდაპირ ევროპაში მიდიან ჩვენი ბიჭები გადაგუვლით სულ მალე
qartveli
30 ივლისი 2023 20:33
1

სიახლეები პოპულარული