მამარდაშვილი შესაძლოა, "ვილიარეალში" აღმოჩნდეს - საქმეში "ჩელსიც" დაბრუნდა?

AutoSharing Option
დღე არ გავა, ესპანურ, გერმანულ თუ ბრიტანულ პრესაში გიორგი მამარდაშვილის შესაძლო მომავალი გუნდის შესახებ არ დაიწეროს.

elgoldigital-მა დღეს გვაუწყა, რომ ჩვენებურისთვის ბრძოლაში "ვილიარეალი" ჩაერთო და ქართველის მიწვევა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" მწვრთნელ კიკე სეტიენს თავად უნდა.

წყარო წერს, რომ 22 წლის კიპერის შეძენა შესაძლოა, "სევილიამაც" მოისურვოს, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, აიბარგებს თუ არა "სანჩეს პისხუანიდან" იასინ ბონო, ამის ალბათობა კი ბოლოს საკმაოდ დაეცა.

ინფორმაციისათვის, ბრიტანულმა პრესამ გიორგის სახელი "ჩელსის" კვლავ დაუკავშირა. "ბაიერნს" იჯარით ლონდონელთა კარის დარაჯის, კეპა არისაბალაგას აყვანა უნდა, "არისტოკრატები"
კი მის შემცვლელად სწორედ მამარდაშვილს განიხილავენ.

მოგეხსენებათ, "ჩელსიმ" რამდენიმე დღის წინ "ბრაიტონიდან" კიპერი რობერტ სანჩესი უკვე დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნათქვამია,სადაც ქორწილზე ბევრს ლაპარაკობენ,იქ ქორწილი არ იმართებაო.ჩვენს ბიჭებზეც იმდენს ლაპარაკობენ და არაფერი ხდება.დავაცადოთ და როცა მოხდება,მერე ვილაპარაკოთ!აღარც ჭორაობა იქნება და აღარც ტყუილი მოლოდინების გამო,იმედების გაცრუება!
სოსო
10 აგვისტო 2023 15:30
0
სერიოზული ანდაზაა
სციპიონ აფრიკელი
10 აგვისტო 2023 18:16
0
არა, არა და არა... ის რომ ვილიარეალი დღეს ვალენსიაზე უკეთესი გუნდია არ ნიშნავს რომ ჯობია გადავიდეს, ასი წელი რომ გავიდეს ვალენსია მაინც ბევრად დიდი კლუბი იქნება ვიდრე ვილიარეალი... ბიჭი მისი განვითარებისთვის იდეალურ ადგილას თამაშობს და თუ არ გავარდა ვალენსია ან რომელიმე გრანდმა სასტარტო მეკარის უპირობო გარანტია არ მისცა არც უნდა იფიქროს წასვლაზე...
ვენეციის კომისია
10 აგვისტო 2023 13:59
2
ვენეციას,,ფეხბურᲗი მხოლოდ ისტორია არაა,, ეგრე რო იყოს დᲦეს დინამო გრანდი იქნებოდა და წყვეტა ექნებოდაᲗ დინამოᲨი მოხვედრაზე, რაც Შეეხება ვალენსიას და მის ისტორიულ წარსულს პირდაპირ გეტყვი ვალენსიას ისტორია ქარᲗველ გულᲨემატკივარს მაგრად კიდია აქ საუბარია 2-3 წელიწადზე მაქსიმუმ რაც მამარდამ მანდ უნდა გაატაროს და მაგ პერიოდᲨი ბევრად ჯობია ვილიარეალიც და სევილიაც რადგან ორივე ეს გუნდი სულ ᲗამაᲨობს რომელიმე ევროტურნირს რაც მამარდასᲗვის იქნება მისწრება და უკეᲗესად დაანახებს გრანდებს Თავის ᲨესაᲫლებლობებს,, აბა ვალენსიის ისტორია ვალენსიელებმა იხსენონ Ჩვენ Ჩვენი დინამოს გახსენებაც გვყოფნის,, ფაქტი ის არის რო ვალენსია დᲦეს არის უიმედო აუტსაიდერი და წელს Თუ გადარᲩა გავარდნას მომავალ წელს ვეᲦარ გადაურᲩება და ნამდვილად აᲦარ ნენეტებს გიო გასავარდნი გუნდისᲗვის
Gel-100
10 აგვისტო 2023 18:41
0
(ინ - ჭორ, ვა - ჭორ, ეხ - ჭორ, თფუ - ჭორ)ბიუროები, ანუ ჭორიკნები ხართ ამ საიტის ჟურნალისტები. ან კვარაზე, ან ზურიკოზე, ან ჟორჟმიკაზე, ან ჩაკვეზე, ან მამარდაზე, ან ევროპაში "გამამლუქებულ" სხვა ქართველ ფეხბურთელზე ერთი სტატია თქვენით შექმნენით - ნუ გეშინიათ, თუ არ ივარგებს არავის არ ვეტყვით!
ვაჟა მასწ.
10 აგვისტო 2023 13:19
2
ვილიარეალი ან სევილია კიდევ ჯობია ბევრად ახლანდელ ვალენსიას, განსაკუთრებით სევილია, რომელიც ევროპა ლიგის მოგების მუდმივ ფავორიტად მიიჩნევა!
ლაშა
10 აგვისტო 2023 12:50
0

სიახლეები პოპულარული