POSTV - ფეხბურთის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას "ფროზინონესთან" გამოტოვებს.
როგორც ცნობილია, ქართველ შემტევს კუნთების გადაღლილობა აწუხებს და გუნდთან ერთად ბოლო ვარჯიშიც გამოტოვა.
შეგახსენებთ, "ფროზინონეს" შემადგენლობაშია გიორგი კვერნაძე.
რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა ხვალ, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
აი რა ჭირთ ამ საქართველოში ხალხს, რაც კვარაცხელია გამოჩნდა ასპარეზზე სულ რაღაც შეთქმულებები როგორ ეჩვენებათ მის უკან.
უამრავი კომენტარი წავიკითხე, თურმე კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან და იმიტომ არ თამაშობს ხვიჩა, თურმე წასვლა უნდა, თურმე არანაირი ტრავმა არ აქვს და გაბრაზებულია ნაპოლიზე ... საიდან მოგაქვთ ეგ აბსურდები ხალხო, რატომ ცხოვრობთ გამოგონილი ისტორიებით.
თან ისეთი კომპეტენტური ხალხისგან წავიკითხე არვიცი იმათ მაინც რა დაემართათ.
ჯერ ერთი რა არის იმაში გასაკვირი, რომ ფეხბურთელი ვარჯიშზე ტრავმას იღებს, ან კუნთს იჭიმავს, ეგერ კურტუამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა ვარჯიშზე და მელი წელი გაუცდება.დავიჯერო ბელგიელებიც ასე დადიან შეთქმული ისტორიებით?
როდის ყოფილა ხვიჩას გრძელვადიანი ტრავმები ჰქონოდა ან ტრავმებისკენ მიდრეკილი ყოფილიყო, წინა სეზონში როგორ დაიწყო კი იცით ყველამ და არც მოუცია არასდროს იმის საბაბი, ვინმეს მისთვის რაღაცეები დაებრალებია.
ხო შეიძლება, ტრავმაზე რომ დაიწერება ,ერმა უბრალოდ ტრავმად მიიღოს ეგ ამბავი და უკან რაღაც შეთქმული ისტორიები არ დაინახოს.
პირველივე სეზონში აუსრულა გუნდს ნანატრი ოცნება და როგორ გგონიათ,გუნდი ცუდად რატომ მოექცევა?
ტრავმა არც ჰქონია თან, კუნთის დაჭიმულობა და თითო თამაშის გამოტოვება ყველა ფეხბურთელისგან მახსოვს.დამშვიდდით და დაელოდეთ.
ისეთი უაზრო ლოგიკა აქვთ მაინც ვერ გააგებინებ.
18 წლის მერე ეროვნულ ნაკრებშია ეგ ბიჭი და საიდან მოიტანეს რომ ახალგაზრდულში უნდა ეთამაშა.
იმდენად ეზიზღებათ არაადეკვატური გახდნენ უკვე .
შარშან ნაპოლიში რომ გადავიდა და ბათუმს ევროტურნირებზე ვერ დაეხმარა მაგაზეც ლანძღავდნენ მახსოვს. იიი ფულის გამო არ დაგვეხმარა და რაღაც ასეთ თავისნაირ ჩამორჩენილ კომენტარებს წერდნენ.
აქ შემოსვლა შემაზიზღეს მარა როცა დრო მაქვს მაინც არ ვრჩები არცერთს ვალში. აბა მარტო მაგათი ჩამორჩენილი აზრები ხო არუნდა იყოს გამოფენილი.
ააყროლეს აქაურობაც ფეისბუქივით და მაგათ გამო ნორმალური ხალხი ინსტაგრამზე გავიქეცით. იმედია ინსტაგრამის მოხმარებას კაი ხანი ვერ ისწავლიან.