მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველ ტურში "ფროსინონესთან" ვერ ითამაშებს. ქართველ ფეხბურთელს კუნთის გადაღლილობა აწუხებს.
"კვარაცხელიას სამედიცინო სურათში არაფერი ჩანს, თუმცა ამბობს, რომ თავს ვერ გრძნობს კარგად" - განაცხადა რუდი გარსიამ და დაადასტურა, რომ ქართველი ფროზინონესთან პირველ ტურში ვერ ითამაშებს.
Geo Team სპორტულ ტრავმატოლოგს, მერაბ ვარძუკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ არაა აუცილებელი სპორტსმენს აწუხებდეს ტკივილი, მაგრამ ის ვერ იყოს სათანადო ფორმაში და გრძნობდეს, რომ სხეული არ აძლევს შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას.
"მსგავსი სიტუაცია შესაძლოა საჭიროებდეს მხოლოდ 2 დღეს დასასვენებლად, რათა
მოუმზადებელი კუნთი არ გაწყდეს ან არ მივიღოთ უფრო ცუდი შედეგი. მაღალი დონის პროფესიონალი სპორტსმენები საკუთარ სხეულს მაღალ დონეზე ფლობენ და იციან, რა მდგომარეობაში აქვთ კუნთის მზადყოფნა თითოეული თამაშის წინ" - გვითხრა მერაბ ვარძუკაშვილმა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა უმნიშვნელოა და მე-2 ტურის მატჩში სასუოლოს წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.
აღნიშნული შეხვედრა დღეს, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
წყარო: Geo Team
ეგრევე რომ იშიფრებით და როცა საკადრის პასუხს მიიღებთ, თურმე სიყვარულით აგინებთ, ან სიყვარულით უსურვებთ ვერაფერს მიაღწიოს და დაასრულოს კარიერა.
მიაწექით პირველივე ჩვენებას და თქვით რომ ვერ იტანთ და მაგრად გინდათ ცუდად წაუვიდეს კარიერა, რა საჭიროა ეს სიყვარულით და ფარისევლური გულშემატკივრობით შენიღბვა. ეგრევე ვხვდებით ნამდვილი გულშემატკივარი მაგ ყველაფერს და ამაოდ ირჯებით.
აგერ ერთი წერს, თურმე მოშვების საშუალება არ უნდა მივცეთო და კითხვების დასმის უფლება გვაქვსო.
ჯერ ერთი თქვენ ვის რა უფლება უნდა მისცეთ, ან ვის რაში აინტერესებს აქ რას დაატყაპუნებთ, თქვა ხვიჩამ რომ არ კითხულობს აქაურ დაწერილს არაფერს, მეტი საქმე არ აქვს. უბრალოდ ნორმალურ გულშემატკივარს გვეშლება ნერვები ამდენ სისულელეს რომ ვკითხულობთ თორე ხვიჩამდე ვერ მიხვალთ, ამაში დარწმუნებული იყავით.
მერე მეორე, რათქმაუნდა კითხვების დასმის უფლებაც გაქვთ და კომენტარის დაწერის, ვინმემ აგიკრძალათ? მაგრამ როცა სისულელეს დაწერთ, უკურეაქციის მიღებაც უნდა შეგეძლოთ.
ადამიანს აბრალებთ, რომ ტრავმა მოიგონა, მაშინ აბრალებდით, რომ კოვიდი მოიგონა. ყოველთვის შეთქმულების თეორიებს ეძებთ ყველანაირი სიტუაციის მიმართ და ეგ არის კითხვების დასმა და ადეკვატური კრიტიკა?
საერთოდ აზრზე არ ხართ რას ნიშნავს კრიტიკა.
22 წლის ასაკში მსუბუქი ტრავმის მერე კარიერას რომ უმთავდებთ კომენტარებში მაგაზე სასაცილო მარტო ის შეიძლება იყოს, რუბინში დრეიერი და დესპოტოვიჩი რომ გოლს გაიტანდნენ და აქ რომ წერდით, ხვიჩას ჯობიანო და ხვიჩას დღეს გოლი არ გაუტანია, რას მივა იმათთანო .
აქ ისეთი მარგალიტები მაქვს წაკითხული რა ვთქვა აბაა.
ყოველი უგოლო თამაშის მერე კარიერას რომ უმთავრებდით და გოლის მერე ეგრევე უფლის გამოგზავნილს რომ ეძახდით ეგ ხალხი წერთ აქ.
თურმე კრიტიკას უშლიან და თურმე სიყვარულით აგინებენ, ლა ქნან უყვალთ :)))