მასპინძლები ბევრს უტევდნენ, მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ, 72-ე წუთზე ბურთი ხელზე საკუთარ საჯარიმოში სტუმართა გუნდის ნახევარმცველ მუნოსს მოხვდა და პეპელუმ პენალტით დალაშქრა ვალესის კარი.
"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონია და კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსიამ“ „სევილიას“ შემდეგ „ლას პალმასსაც“ სძლია და ამ მომენტისთვის 6 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
27 აგვისტოს „ვალენსია“ „ოსასუნას“ უმასპინძლებს.
ვალენსია. „მესტალია“. 41 053 მაყურებელი
ვალენსია - ლას პალმასი 1:0
გოლი: პეპელუ (74, პენ)