ოფიციალურად: ივა გელაშვილი "სპეციას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
22 წლის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი სერია B-ს "სპეციას" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური კლუბი ავრცელებს.

"სპეციამ" გელაშვილი იჯარით კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით აიყვანა.

კლუბის საიტი გულშემატკივრებს აცნობებს, რომ უკანასკნელ წლებში იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი კვერნაძის სახით ტალანტები გამოჩნდნენ, რაც ქართული ფეხბურთის სწრაფ პროგრესირებაზე მეტყველებს. გელაშვილი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, რომელმაც ტურნირზე წარმატებით იასპარეზა:

"ის ახალგაზრდაა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი მატჩი ჩაატარა, მათ შორის, 14 ახალგაზრდულ ნაკრებში და მზადაა ახალ გუნდს
დაეხმაროს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ივა! აბა შენ იცი! ნიჭიერი ხარ, იშრომე და შედეგიც კარგი გექნება-მომავალ წელს ბევრად უკეთეს კლუბში გადახვალ..
ბათუმი
14:48 24-08-2023
0
წარმატებები ივა და შენი დასახული მიზნები და სურვილები აგესრულებინოს თქვენ საქართველოს საამაყო მომავალი ხართ!!!
2

სიახლეები პოპულარული