ახალი სვლები ხვიჩასთვის და გავრცელებული ცრუ ინფორმაცია

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ "ნაპოლის" მწვრთნელს, რუდი გარსიას, უნდა ხვიჩა კვარაცხელია მეტოქეთათვის კიდევ უფრო სახიფათო გახდეს და ამისათვის მის ახალ სვლებზე ფიქრობს.

გამოცემის მტკიცებით, ფრანგი სპეციალისტი კვარაცხელიას შეტევაში უფრო წინ წასწევს, რითაც ეფექტურობა მოიმატებს, შედეგიანობის პროცენტიც, რადგან თუ კალათბურთის ტერმინს გამოვიყენებთ, პერიმეტრიდან ზუსტად გასროლა ეხერხება. ამასთან, რა თქმა უნდა, ქართველის შემოქმედებით მხარესა და ფანტაზიას ზიანი არ უნდა მიადგეს. რუდი გარსია დარწმუნებულია, რომ ქართველს გაცილებით მეტი გოლის გატანა შეუძლია.

"გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კვარა" სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს და კიდევ 1
მილიონს ბონუსების სახით ითხოვს. ჟურნალისტი კარლო ალვინო "ტვიტერზე" აღნიშნავს, რომ ქართველის კუნთის ტრავმების გამო კონტრაქტის გაგრძელების საკითხი ჯერ ვერ მოგვარდა, ფორმირების პროცესშია, გავრცელებული ინფორმაცია მოთხოვნილი თანხის თაობაზე სიცრუეა, რამდენადაც მხარეებს ჯერ მოლაპარაკება არც დაუწყიათ, თუმცა მზადყოფნა არსებობს და "ნაპოლისა" და ხვიჩას გარემოცვას შორის არავითარ პრობლემას არ აქვს ადგილი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ხვიჩა ყველაზე კარგად 2..2..7 სქემაში ჩაჯდებოდა რაც ბევრნი იქნებიან თავდასხმაში უფრო მაგრა შეუტევენ. არადა ათამაშებენ 4..4..3 და სამ კაცმა 11 კაცს როგორ უნდა აჯობოს? 3..5..2 ხომ საერთოდ დამღუპველია.
კ ო მ ბ ლ ე
16:57 25-08-2023
19
კვარას მეორე ფორვარდობა 4-4-2 სქემაზე გადაწყობას მოითხოვს მინიმუმ თამაშის მიმდინარეობისას როცა ნაპოლი კონტრ თუ სტატიკურ შეტევებს ავითარებს რაც ლაურენტისის კაპრიზების პირობებში ცოტა საეჭვოა, ეს დღემდე ნონსენსი იყო როცა გუნდი შეტევაშია და მისი ვინგერი მაინც აუტის ხაზზეა გაბმული ტროლეიბუსივით, ის როგორ იქნება ასეთ შემთხვევაში უფრო ეფექტური როცა იქ ფეხზე ორი კაცი "აზია" თან ამ მანძილიდან კარში ფაქტიურად ვერ დაარტყამს აზრი არააქ და მაქსიმუმ პარაშუტები კიდოს მეკარის ბაქანთან ოსიმენზე, იმედია ეს კაზუსი დაინახა გარსიამ სპალეტის ტაქტიკაში და კვარას მეორე ფორვარდათ შეწყვილება ოსიმენთან სწორედ ამის გამოძახილი უნდა იყოს. ფაქტია გარსიას კრეატიული იდები აქვს ზოგადად გუნდზე და პერსონალურად ხვიჩაზეც და ვნახოთ აგერ სასუოლოსთან გამოჩნდება მისი მონახაზის პირველი კონტურები.
Charley
13:15 25-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული