"ვალენსია" დაუსრულებლივ უტევდა, გამარჯვება კი "ოსასუნამ" მოიპოვა

AutoSharing Option
ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ სახლში „ოსასუნასთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმრები შეტევაში პასიურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, „ვალენსიას“ დაცვა ჩავარდა, სწრაფი კონტრიერიშისას კორეამ იბანიესი წააქცია და გიორგი მამარდაშვილს პენალტიდან გოლი ოროსმა გაუტანა. მასპინძლები ბევრს და უხიფათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ღამურები“ უპირატესობას ფლობდა, უფრო აგრესიულად მოქმედებდა, დურომ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა მან მე-80 წუთზე მეორე სართულზე გარსია დაჯაბნა და ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს "ვალენსია" შტურმზე გადავიდა, გერას გატანა მეკარე ერერამ არ დაანება,
კომპენსირებულ დროში კი ვიდალმა ალოგიკური გამარჯვება "ოსასუნას" მოუტანა.

„ვალენსია“ 6 ქულით მეექვსე ადგილზეა და 2 სექტემბერს გასვლაზე „ალავესს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 42 474 მაყურებელი
ვალენსია - ოსასუნა 1:2
გოლები: 0:1 ოროსი (23, პენ), 1:1 დურო (80), 1:2 ვიდალი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 6 /
იმისათვის რომ გიორგი დიდ მეკარედ ჩამოყალიბდეს, 3 საკითხს უნდა მიაქციოს სასწრაფოდ ყურადღება:
1-ლი და ალბათ ყველაზე მარტივი - გუშინდელ შეხვედრაში ეს განსაკუთრებით კარგად ჩანდა, თამაშის განმავლობაში დგას რობოტივით, სახის მიმიკა არ ეცვლება. მნიშვნელოვანია მეკარე დამუხტული იყოს და მოთამაშეებსაც გადასცეს მუხტი, უყვიროს თანაგუნდელებს თუ საჭიროა, გაიღიმოს, რაიმე ემოცია გამოხატოს (ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისი რეალთან თამაში იყო და ესე უნდა იყოს სულ, ფაფარაშლილი ლომივით!);
2-ე - გამოსვლებზე თამაში. ფაქტიურად გამოსვლაზე არ თამაშობს ან როცა თამაშობს, ცდება, თითქოს შეშინებულია. აქაც მეტი ვარჯიში, სითამამე და თავდაჯერებულობა სჭირდება ამ კომპონენტში;
3-ე - პენალტების მოგერიება უნდა დაიწყოს. ჯერ ვალენსიას ოფიციალურ მატჩებში ერთი პენალტიც ვერ მოიგერია. უნდა ივარჯიშოს განუწყვეტლივ ამ კომპონენტზე, დარტყმის წინ მინიმუმ იმოძრაოს, დააშინოს პენალტის შემსრულებელი (წუხანდელ თამაშში უბრალოდ უემოციოდ იდგა ერთ ადგილას და გადააგილდა სხვა მხარეს).
იმედია თავადაც ხვდება და ვალენსიას მწვრთნელებიც ხედავენ ამ სისუსტეებს.
წარმატებები გიორგის და საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენს!
დათო
28 აგვისტო 2023 11:14
1
ვალენსიაში რომ გადავიდა,მაშინ იწერებოდა,ვალენსიას,მეკარეების ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავსო.არ ვიცი,ისევ ის მუშაობს თუ ვინმე სხვა მოიყვანეს,მაგრამ გიორგის,ფეხით,პენალტებზე და გამოსვლაზე თამაშს,პროგრესისა არაფერი ეტყობა.არც დანარჩენი გუნდის თამაშს ეტყობა უკეთესობა.დრო კი გადის,სატრანსფერო ფანჯარაც სადაცაა დაიხურება და მამარდა,ისევ ამ ჭაობში რჩება.ხელს,სწორედ ეს დიდი მინუსები უშლის,უკეთეს გუნდში გადასასვლელად.სამწვრთნელო შტაბის იმედი უკვე აღარ მაქვს.ალბათ დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს რომელიმე ძლიერ მწვრთნელთან ამ კომპონენტებზე დამატებითი ვარჯიში.თუ რა თქმა უნდა თავისი თავით და ბედით, კმაყოფილი არ არის.
სოსო
28 აგვისტო 2023 15:14
0
ნეტა რომელი უნდა აეღო? ასეთ შეფასებას არ იმსახურებდა მისი ბრალი არ იყო არცერთი გოლი...
Givi
28 აგვისტო 2023 10:21
0
იმ პენალტის მომენტში კორეიას გაგლეჯა მინდოდა, გიორგი საერთოდ არაფერ შუაშია გაშვებულ ბურთებთან
სალომე
28 აგვისტო 2023 17:35
0
მამარდაშვილმა რა აკეთა ასეთი ყველაზე ცუდი შეფასება რომ დაიმსახურა?
Dima
28 აგვისტო 2023 02:32
2
ვერაფერი ქნა და ალბათ მაგიტომ, ორჯერ დაურტყეს კარში და ორივე გაიტანეს... ეგ არაფერი ყველაფერს ვერ მოიგერიებს სულ, ცოტა დაცვამაც უნდა ქნას რამე
რა მაფიაა?
28 აგვისტო 2023 10:42
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული