"ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე", კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე" - "ნაპოლიმ" ხვიჩასთან მოლაპარაკება უარყო

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიასთან მოლაპარაკების სირთულეზე ჭორები უარყო.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობებზე. შეგახსენებთ, ხვიჩასა და მის მხარეს სურთ 5+1 მილიონი ევრო სეზონში, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა კი 3-3.5 მილიონ ევროსაც არ თანხმდება.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი, ხელშეკრულების მიხედვით, ამჟამად სეზონში 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, სხვა დამატებით სიახლეებს კი "ნაპოლის" წარმომადგენლებმა ჭორები უწოდეს:

"გარკვეული მედიასაშუალებები, რომელთა წყაროებიც მხოლოდ აგენტები არიან, არ წყვეტენ საუბარს, რომ "ნაპოლი" ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე". კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო
გახანგრძლივებაზე, მათ შორიც, არც ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს", - წერია გამოცემაში.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 28 /
უჰჰჰ!! ვენაცვალე ნაპოლის ხემძღვანელებსს!!! ღირსია კვარა რასაც უკეთებენ, ხომ არჩია ნაპოლის ინტერესები წელს ახ. ნაკრებისას და ისტორიული შანსი მოგვიკლა ოლიმპიადაზე გავსულის. ააა როგორი იქნებოდაა??...რა საცოდავი ხარ "ესმა"
ხობარი
14:05 06-09-2023
9
და ვინ ავრცელებს ამგვარ სისულეელებს,ჭორებს? ჭორები ჭირებად,ნაგრამ ურთიერთობები ფუჭდება,ამ უტიფარი სიცრუის გამვრცელებლების გამო
ადამიანი
11:22 06-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული